ლეონიდ ჩერნოვეცკი საქართველოს პრემიერს-მინისტრს მიმართავს
პოლიტიკა - 12:27, 21 Feb, 2019     761
საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელმა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ წერილით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს, რომელშიც გამოთქვამს გულისტკივილს მცირე საოჯახო ტიპის სახლებში სოციალური სააგენტოს მიერ დარღვეული ფსიქიკის მქონე მოზარდების განაწილებასთან დაკავშირებით.

„საუბარია იმაზე, რომ კატეგორიულად არ შეიძლება, მე ვიტყოდი, დანაშაულიც კი არის ერთ სახლში იზრდებოდნენ მომწიფებული ასაკის გოგონები და ბიჭები, განსაკუთრებით ქუჩიდან მოყვანილი, ფსიქიკურად არამდგრადი ბავშვები“, - წერს წერილში ლეონიდ ჩერნოვეცკი.

მისი თქმით, როდესაც ფსიქიკა დარღვეულ მომწიფებული ასაკის ბავშვებს, ძალით აგზავნიან კეთილმოწყობილ ბავშვთა სახლებში, სოციალური მომსახურების სააგენტო დიდ შეცდომას უშვებს, ბავშვების და ქართული საზოგადოების წინაშე!

"თუ სოციალური მომსახურების სააგენტო გააგრძელებს ჩვენთან ბავშვების მოყვანას და მცირე საოჯახო ტიპის სახლის კარებთან მათ დატოვებას, მე ამ სახლებს დაუყონებლივ დავხურავ, რადგანაც ამ შემთხვევაში არა ისინი, არამედ პირადად მე, ჩემი ავტორიტეტიდან გამომდინარე, ვაგებ პასუხს იმ ბავშვების უსაფრთხოებასა და ფსიქიკურ მდგომარეობაზე, რომლებიც ჩვენთან იმყოფებიან“, - წერს ლეონიდ ჩერნოვეცკი!

შეგახსენებთ, ჩერნოვეცკის ფონდი ოპერირებას უწევს სამ მცირე საოჯახო ტიპის სახლს ქობულეთსა და თბილისში.

ახლა კი უცვლელად გთავაზობთ ლეონიდ ჩერნოვეცკის წერილის ტექსტს: საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ მამუკა ბახტაძეს, პატივცემულო ბატონო პრემიერ-მინისტრო!

თქვენს პატიოსნებასა და გულწრფელობაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ მაინც მინდა ჩაგაყენოთ საქმის კურსში: ჩემი ფონდის მცირე საოჯახო ტიპის სახლები ფუნქციონირებენ მხოლოდ იმის გამო, რომ საქართველოს ჯანდაცვის ყოფილ მინისტრთან მე მქონდა შეთანხმება ჩარიცხვის შემთხვევაში ფონდის ხელმძღვანელობასთან უკლებლივ ყველა მოზარდის კანდიდატურის წინასწარი შეთანხმების თაობაზე.

ეს ჩემი ახირება არ არის, ეს პრინციპის საკითხია, რომელიც „მიტოვებულ ბავშვებთან“ ათწლიანი მუშაობიდან გამოვიტანე!

საუბარია იმაზე, რომ კატეგორიულად არ შეიძლება, მე ვიტყოდი, დანაშაულიც კი არის ერთ სახლში იზრდებოდნენ მომწიფებული ასაკის გოგონები და ბიჭები, განსაკუთრებით ქუჩიდან მოყვანილი, ფსიქიკურად არამდგრადი ბავშვები!

სანამ ფონდის გახსნის გადაწყვეტილებას მივიღებდი, მე პირადად თანაშემწესთან ერთად მოვიარე საქართველოში არსებული, უკლებლივ ყველა ბავშვთა სახლი და დარწმუნებით შემიძლია განვაცხადო, რომ ამ ბავშვთა სახლების უმრავლესობაში, ვიდეომეთვალყურეობის გარეშე, სუფევს ზუსტად ის სიტუაცია, რაზეც გავამახვილე ყურადღება!

როდესაც ფსიქიკა დარღვეულ მომწიფებული ასაკის ბავშვებს, ძალით აგზავნიან კეთილმოწყობილ ბავშვთა სახლებში, სოციალური მომსახურების სააგენტო დიდ შეცდომას უშვებს, ბავშვების და ქართული საზოგადოების წინაშე!

მაგრამ ეს ზემოხსენებული დაწესებულების პირადი პასუხისმგებლობაა და მე ამაში მონაწილეობას არ მივიღებ, იმიტომ რომ ვაფასებ ჩემს რეპუტაციას, და ღმერთის მეშინია!

იმიტომ კი არა, რომ მე ისეთი პრინციპები გამაჩნია, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ჩვენს სახლებში მცხოვრები ბავშვების ინტერესებს, არამედ შემდეგი ფაქტორების გამო:

1. ჩვენს მცირე საოჯახო ტიპის სახლებში სუფევს წესრიგი, ბავშვებსა და აღმზრდელებს შორის ჩამოყალიბებულია კეთილგანწყობილი დამოკიდებულება და შექმნილია კვების, სწავლისა და დასვენებისთვის საჭირო უპრეცედენტო პირობები!

2. მე ვერ მივცემ ჩემს თავს იმის უფლებას, რომ შეილახოს ეს ატმოსფერო უფროსი ასაკის (მითუმეტეს ქუჩიდან მოსული) ბავშვების მიერ, რომლებსაც აშკარა ან მალული ფორმის ფსიქოლოგიური გადახრები და დანაშაულისადმი მიდრეკილება გააჩნიათ.

3. მშობლების მიერ მზრუნველობას მოკლებული ბავშვების აღზრდის 20-წლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, კატეგორიულად მინდა განვაცხადო, რომ ქუჩაში გაზრდილი ბავშვები, ან ბავშვები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში უსახლკაროდ ცხოვრობენ, უკვე 12 წლიდან, რომ არაფერი ვთქვათ სქესობრივად მოწიფულ ასაკზე, საფრთხეს უქმნიან ჩვენს ბავშვებს, რომლებსაც ასე სათუთად ვუფრთხილდებით. მათ შეუძლიათ ამ ბავშვების გაუპატიურება და დამცირება და, შესაბამისად, მე არავის მივცემ უფლებას, არც ჯანდაცვის სამინისტროს და არც სხვა რომელიმე ორგანოს წარმომადგენელს, ეჭვქვეშ დააყენონ ჩემი, როგორც ქველმოქმედის, ასევე როგორც პედაგოგის, მეცნიერების კანდიდატის, დოცენტის და საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი უნივერსიტეტის ყოფილი პრორექტორის, გამოცდილება!

ასევე გაცნობებთ, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო არ აფინანსებს ქობულეთში ჩვენს მიერ გახსნილ ორ მცირე საოჯახო ტიპის სახლს. გამომდინარე აქედან, ფონდის ხელმძღვანელობას ფორმალურად გააჩნია უფლება არ მიიღოს მათგან არც ერთი ბავშვი!

მაგრამ მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მე არ მაქვს მსგავსი მიზნები! მე განწყობილი ვარ საქართველოს მთავრობასთან კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე, და სიხარულით მივიღებ ბავშვებს, რომლებსაც ზემოხსენებული სამინისტროს გაუწევს რეკომენდაციას, მაგრამ მხოლოდ ჩვენთან შეთანხმებით!

სხვა შემთხვევაში თუ სოციალური მომსახურების სააგენტო გააგრძელებს ჩვენთან ბავშვების მოყვანას და მცირე საოჯახო ტიპის სახლის კარებთან მათ დატოვებას, მე ამ სახლებს დაუყონებლივ დავხურავ, რადგანაც ამ შემთხვევაში არა ისინი, არამედ პირადად მე, ჩემი ავტორიტეტიდან გამომდინარე, ვაგებ პასუხს იმ ბავშვების უსაფრთხოებასა და ფსიქიკურ მდგომარეობაზე, რომლებიც ჩვენთან იმყოფებიან!

თუ თქვენ გამიგეთ და გჭირდებათ ჩემი, როგორც ქველმოქმედის, მომსახურება, მე წინასწარ ვადასტურებ, რომ მზად ვარ თანამშრომლობისთვის!

გულწრფელი პატივისცემით,

იურიდიული მეცნიერებათა კანდიდატი,

დოცენტი, უკრაინის დამსახურებული იურისტი

ლეონიდ ჩერნოვეცკი" - აღნიშნულია მიმართვაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42