"ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელი "ნიუპოსტთან" აღნიშნავს, რომ მამუკა ხაზარაძემ "თიბისი ბანკიდან" წასვლის გადაწყვეტილება წარმოუდგენელი ზეწოლისა და რეპრესიების შედეგად მიიღო:
"ეს იყო წარმოუდგენელი ზეწოლისა და რეპრესიების შედეგი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. ქვეყნის არაფორმალურმა მმართველმა აამოქმედა მთელი სახელმწიფო სადამსჯელო მექანიზმი მის წინააღმდეგ. გამოიყენა ყველა ბერკეტი - პროკურატურა, ძალოვანი სტრუქტურები, რომ მამუკა ხაზარაძეს მიეღო ეს გადაწყვეტილება. მან ბატონი ხაზარაძე მოაქცია ჩიხში, რის შემდეგაც ხაზარაძემ ანგარიში გაუწია "თიბისი ბანკის" აქციონერებს, ვინაიდან მხოლოდ უკანასკნელი ერთი კვირის მანძილზე 355 მილიონი ლარით იზარალა ბანკმა.
საწყენია, რომ ბატონ ხაზარაძეს ამ გადაწყვეტილების მიღება მოუწია, ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე ვამბობ, რომ ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილმა ხაზარაძემ უკიდურესად ცინიკურად გაუკეთა. წარმოიდგინეთ, სულ რაღაც სამი თვის წინ, ივანიშვილმა აიძულა მამუკა ხაზარაძე, არჩევნებზე საჯაროდ დაეჭირა მხარი. და გახსოვთ, რომ ხაზარაძემ ეს გააკეთა კიდეც, როცა განცხადება გაავრცელა, სადაც თანამშრომლებს ივანიშვილისთვის მხარის დაჭერისკენ მოუწოდა. ასეთ ადამიანთან გვაქვს საქმე, პრქტიკულად საკუთარი სახლიდან გააგდო მამუკა ხაზარაძე. ეს არ არის უბრალოდ ბანკი და ბიზნესი ბატონი ხაზარაძისთვის, მან ამ დაწესებულებას მან მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება შეალია.
ეს არის ნათელი და საგანგაშო სიგნალი საზოგადოების, ყველა ფენისთვის, რომ როდესაც ოლიგარქი აუცილებლად უნდა დამარცხდეს ამ ქვეყანაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა, განურჩევლად სოციალური სტატუსისა ყველა საფრთხეში იქნება ივანიშვილის მხრიდან"- თქვა მელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






