სასტიკი მკვლელობა ვერცხლის ქუჩაზე - პოლიციამ 5 პირი დააკავა, ორს ამ დრომდე ეძებენ
კრიმინალი - 09:50, 21 Feb, 2019     1896
50 წლის ზვიად ჯაფარიძის მკვლელობასთან დაკავშირებით პოლიციამ 5 პირი დააკავა.
მათ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობას, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას , განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობას ედავება.
სამართალდამცავები მკვლელობის საქმეზე 2 პურს ამ დრომდე ეძებენ:
"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და ძველი თბილისის სამმართველოების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობის ბრალდებებით 5 პირი: 1985 წელს დაბადებული ლ.ს., 1968 წელს დაბადებული ზ.ს., 1983 წელს დაბადებული მ.ხ., 1992 წელს დაბადებული ლ.პ. და 1987 წელს დაბადებული გ.დ. დააკავეს.


ჩადენილი დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 19 თებერვალს, თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბრალდებულმა ლ.ს.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე ჭრილობა მიაყენა 1976 წელს დაბადებულ ბ.ბ.-ს, რის გამოც იქვე მყოფმა, 1979 წელს დაბადებულმა ა.ბ.-მ, თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღით, კონფლიქტში მონაწილე პირების მიმართ საპასუხო გასროლები განახორციელა. აღნიშნული სროლის დროს, მან სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 1969 წელს დაბადებულ ზ.ჯ.-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. კონფლიქტში მონაწილე სხვა პირები კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

დაჭრილი ბ.ბ. ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

სამართალდამცველები ზ.ჯ.-ს განზრახ მკვლელობაში მხილებულის, 1979 წელს დაბადებული ა.ბ.-ს ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით ინტენსიურად მუშაობენ.

გამოძიება განზრახ მკვლელობის, განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე და 19-108 მუხლებით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე, 375-ე და 376-ე მუხლების მე-3 ნაწილით მიმდინარეობს"- აცხადებენ შს სამინისტროში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42