კვლევის ავტორები ასკვნიან, რომ კანონის უზენაესობას კი კვლავ აბრკოლებს პოლიტიკური ინტერესები.
დოკუმენტში საქართველოში ჩატარებული არჩევნები კრიტიკულად არის შეფასებული.
"ფრიდომ ჰაუსი" წერს, რომ პროცესს ჩრდილი მიაყენა ბრალდებებმა ხმების მოსყიდვაზე, უმეტესად მმართველი პარტიის მიერ.
დოკუმენტში ყურადღება გავრცელებულია ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებისა და "ქართული ოცნების" აქტივისტების უბნებთან სიებით მორიგეობის შესახებაც, რაც ქმნიდა დაშინების გარემოს. ყურადღება გამახვილებულია არჩევ.
ამ კონტექტსთი ნახსენებია არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე 600 ათასი მოქალაქისთვის ვალების ჩამოწერის საკითხიც.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ უფლებადამცველი ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ დაკავების დროს დაკავებულებთან მიმართებაში ფიზიკური ძალის გამოყენებაზე და იმ ფაქტზე, რომ არ არსებობს დამოუკიდებელი სისტემა, რომელიც პოლიციის ქცევას ზედამხედველობას გაუწევს.
ანგარიშში საუბარია ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობაზე:
"არჩეული თანამდებობის პირების უნარი, განსაზღვრონ და განახორციელონ მთავრობის პოლიტიკა, შესუსტებულია ივანიშვილის არაფორმალური როლით, რომელსაც არ აქვს საჯარო სამსახური, მაგრამ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების გადაწყვეტილებების მიღებაში,"-წერია დოკუმენტში.
სიტყვის თავისუფლებასა და პლურალიზმზე საუბრისას საერთაშორისო, გავლენიანი ორგანიზაციას "რუსთავი 2"-ის საქმე მოჰყავს.
ორგანიზაციის დასკვნის თანახმად, "საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ჩარევა სასამართლო სისტემაში მნიშვნელოვან პრობლემად რჩება".ანგარიშში მოხვდა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობაც.
მასალის გამოყენების პირობები






