ცვლილებები სასამართლო სისტემაში და მოსამართლეთა უვადოდ გამწესების გადავადების შესახებ კანონპროექტი - საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლევან კობერიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ კანონპროექტი ჩავარდება ის უმრავლესობის დატოვებას არ აპირებს:
"იმედი მაქვს, რომ აღნიშნულ პროექტს ექნება პოზიტიური გამოხმაურება. არ მიღების შემთხვევაში პირადად მე არ ვაპირებ უმრავლესობის დატოვებას, ვაპირებ უმრავლესობასთან ერთად ყველაფრის გაკეთებას, რომ საბოლოო ჯამში სამართლიანი სასამართლო მივიღოთ", - აღნიშნა ლევან კობერიძემ.
რაც შეეხება კითხვას, დატოვებენ თუ არა უმრავლესობას ეკა ბესელია და მისი მომხრე სხვა დეპუტატები, კობერიძის თქმით, მას ამაზე ბესელიასთან არ უსაუბრია. "საჯაროდ როგორც ვიცი, ეკა ბესელიას მხრიდან წასვლის შესახებ განცხადება არ გაკეთებულა. რაც შეეხება პირად საუბრებს, აღნიშნულზე არ გვისაუბრია", - განაცხადა ლევან კობერიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






