დარჩება თუ არა ეკა ბესელია მმართველ პარტიაში - მამუკა მდინარაძე განმარტებას აკეთებს
პოლიტიკა - 19:51, 20 Feb, 2019     1140

სასამართლო სისტემაში ცვლილებების აუცილებლობა და ეკა ბესელიას მიერ თანამოაზრეებთან ერთად შემუშავებული კანონპროეტი კვლავ განხილვის საგანია. მმართველმა გუნდმა კანონპროექტს უნდობლობა გამოუცხადა, ეკა ბესელია და მისი თანამოაზრეები კი გუნდის შესაძლო დატოვებაზე ალაპარაკდნენ, რაც კენჭისყრის შედეგად გადაწყდება.

არსებულ ვითარებას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, თუ ვინმეს გუნდიდან წასვლა სურს, მისი გადასაწყვეტია, კანონპროექტისთვის მხარის არდაჭერა კი ვინმეს გარიცხვას არ ნიშნავს:

„თუ ანტიკონსტიტუციურ კანონს ხმას არ აძლევს უმრავლესობა, ეს იმას ნიშნავს, რომ ვიღაცას ეუბნება წადი. ეს არასწორია. თუ მიაჩნია რომელიმე დეპუტატს, რომ მის მიერ შექმნილ ანტიკონსტიტუციურ კანონს თუ ვინმე მხარს არ დაუჭერს, უნდა წავიდეს, ეს მისი გადასაწყვეტია, უბრალოდ, უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდება თუ ვინმე ასეთ განცხადებას გააკეთებს,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძის განცხადებით, ის არ ფლობს ინფორმაციას ეკა ბესელიასა და პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის შესახებ:

„ჯერჯერობით, მსგავსი შეხვედრის შესახებ ჩემთვის არავის უცნობებია. დილით ვიყავი პოლიტსაბჭოს სხდომაზე, ასეთ შეხვედრაზე არავის უთქვამს ჩემთვის, რომ ასეთი შეხვედრა შედგა,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42