"უშუალოდ მთავრობა არის ამ პროექტით დაინტერესებული“ - მაია ცქიტიშვილი ანაკლიის პორტზე
პოლიტიკა - 19:30, 20 Feb, 2019     734

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მთავრობა ანაკლიის პორტის პროექტს სრულად უჭერს მხარს. მისივე თქმით, მტავრობა აღებული ვალდებულებებისა და ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის თავლსაზრისით მაქსიმუმს აკეთებს:

"უშუალოდ მთავრობა არის ამ პროექტით დაინტერესებული. რაც შეეხება უშუალოდ პროექტის განხორციელებას, კითხვები იყო გზასთან დაკავშირებითაც, რომელიც სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებაა. მე მინდა, გითხრათ, რომ ჩვენგან ამ პროექტს საფრთხე არ ემუქრება. მთავარია, რომ უშუალოდ ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა წარმატებით შეძლოს იმ ვალდებულებების შესრულება, რაც აქვს აღებული. მიწის ნაკვეთების გამოსყიდვისთვის უკვე დახარჯულია 60 მილიონი ლარი. გზისა და რკინიგზის მოსაწყობად სატენდერო პირობები გადავამუშავეთ და უახლოეს დღეებში კონკურსი გამოცხადდება. საპარტნიორო ფონდს სუბორდინირებული სესხის სახით 100 მლნ-ის ჩადების ვალდებულება აღებული აქვს. ამასთან, ჩვენ მაღალი დონის ყველა შეხვედრაზე ვცდილობთ დავარწმუნოთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პროექტის დაფინანსების საჭიროებაში. ახლა მთავარია ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა 400 მილიონის მოცულობის სესხის მობილიზება მოახერხოს" - აცხადებს მაია ცქიტიშვილი.

შეგახსენებთ, რომ „თიბისი ბანკის“ ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს, სწორედ ანაკლიის პორტის პროექტს უკავშირებენ. გაჟღერებული ინფორმაციის თანახმად, ყოველივე ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42