საქართველოში აშშ-ის სავაჭრო პალატა „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებულ მოვლენებს განცხადებით ეხმაურება
პოლიტიკა - 19:28, 20 Feb, 2019     876

„თიბისი ბანკის“ საქმე - საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო პალატა აღნიშნულს განცხადებით ეხმაურება:

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატა ზოგადად მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით კომენტარისგან თავს შეიკავებდა, აღნიშნულ შემთხვევაში საქმის გარემოებების გათვალისწინებით, საჭიროდ მიგვაჩნია, საჯარო განცხადება გავაკეთოთ.

„თიბისი ბანკი“, რომელსაც მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ხელმძღვანელობენ, 15 წელზე მეტია, რაც ამერიკის სავაჭრო პალატის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრია. უფრო მეტიც, „თიბისი ბანკი“ საქართველოსა და რეგიონის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია. ლონდონის საფონდო ბირჟაზე „თიბისის“ ftse 250-ის ინდექსის წევრობა მთელი საქართველოსთვის წარმატების ნათელ მაგალითს წარმოადგენს.

ეროვნული ბანკის ქმედება შთაბეჭდილებას ქმნის, რომ ის თავს არიდებს მიღებულ სამართლებრივ ნორმებს, როდესაც „თიბისის“ აქციონერებისგან სრული პროცედურის გარეშე მოითხოვს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის უფლებამოსილების შეწყვეტას.

ამერიკის სავაჭრო პალატა პატივს სცემს „თიბისი ბანკის“ უმაღლესი მენეჯმენტის უფლებას, უდანაშაულობის პრეზუმფციის გათვალისწინებით სასამართლოში გაასაჩივრონ ეს გადაწყვეტილება.

პალატა ასევე აღიარებს ეროვნული ბანკის მარეგულირებელ როლსა და მთავარი პროკურატურის საგამოძიებო უფლებამოსილებებს, გამოიძიონ ყველა შესაძლო კანონდარღვევის შემთხვევა. ამ მიმართულებით ჩვენ მივესალმებით „თიბისი ბანკის“ შეთავაზებას სრული გამჭვირვალობის მიზნით ყველა შესაბამისი დოკუმენტის მიწოდების მზადყოფნის შესახებ, ასევე სრულად ვუჭერთ მხარს სამთავრობო ან სპეციალური საპარლამენტო კომისიის შექმნას, რათა დაჩქარდეს საგამოძიებო პროცესი.

რაც მთავარია, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, განაგრძონ დროული, გამჭვირვალე და სამართლიანი გამოსავლის ძიება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიმდინარე საჯარო დავა შეუქცევად ზიანს მიაყენებს საქართველოს ეკონომიკას, რეპუტაციასა და მომავალ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს“, – ნათქვამია საქართველოში აშშ-ის სავაჭრო პალატის პრეზიდენტის განცხადებაში, რომელსაც პალატის პრეზიდენტი მაიკლ ქოუგილი აწერს ხელს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42