„ტყუილია, თითქოს, თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი და კორუფციული ინტერესებიდან გამომდინარე ჩაშალა“ - ლევან იზორია
პოლიტიკა - 19:09, 20 Feb, 2019     645

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯარისკაცების კვებითი და სანივთე პროდუქტებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გაჟღერებულ ბრალდებას გამოეხმაურა. როგორც ლევან იზორიამ გორში, I ქვეითი ბრიგადის სამხედრო ბაზაზე ჟურნალისტებთან განაცხადა, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, ჯერ გამოაცხადა და შემდგომ კი, კორუფციული მიზნებით, ჩაშალა ტენდერი სიმართლეს არ შეესაბამება.

„ტყუილია, თითქოს, თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი და კორუფციული ინტერესებიდან გამომდინარე ჩაშალა. მარტო ის ფაქტი, რომ ტენდერი თავდაცვის სამინისტროს არ ჩაუტარებია აქარწყლებს ყველანაირ ეჭვს, რომელიც ყველაზე მტკივნეულ და ჩემთვის ყველაზე მთავარ თემას - კორუფციას უკავშირდება. გთხოვთ, რომ მსგავს თემებს დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ. რაც შეეხება პროცედურას, როდესაც გარკვეული პროდუქციის შესყიდვის დროს ტენდერი ჩაიშლება, უწყვეტი მომარაგების ინტერესებიდან გამომდინარე, კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ გაგრძელდეს ხელშეკრულება იმ კომპანიასთან, რომელთანაც ძველი ტენდერის საფუძველზე გაფორმებული იყო ხელშეკრულება. სწორედ ძველი ტენდერის პირობებით, ჩვენ გავაგრძელეთ ხელშეკულება, ვიდრე ტენდერში ახალი კომპანია არ გამოვლინდება, იმ სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისად, რომელსაც უკვე კონსოლიდირებული ტენდერი ითვალისწინებს, რომლესაც კიდევ ერთხელ ვამბობ თავდაცვის სამინისტრო არ უკეთებს ორგანიზებას,“- განმარტა ლევან იზორიამ.

თავდაცვის მინისტრმა ჯარისკაცების სანივთე პროდუქტების მომარაგებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ გასული წლებისგან განსხვავებით თავდაცვის ძალები სანივთე პროდუქტებით 100 პროცენდით მარაგდება.

„ჟურნალისტების თანამონაწილეობით საზოგადოებას ვაჩვენეთ, რომ ამ შემთხვევაშიც გაჟღერდა მცდარი ინფორმაცია. მინდა გითხრათ სიამაყით, სხვა წლებისგან განსხვავებით, ჩვენ სანივთე პროდუქტების, მათ შორის, ფორებისა და ბათინკების 100 პროცენტიანი მარაგი გვაქვს. მეტსაც გეტყვით, თუ ამ დრომდე ჯარისკაცების მომარაგება ხდებოდა წელიწადში ერთხელ, ახლა, თავდაცვის ძალებს სანივთე ქონებით, ორ წელიწადში სამჯერ ვამარაგებთ. რაც შეეხება ბათინკებს, რომელიც ახალი ტენდერის პირობებშია შეძენილი, მათი ხარისხი ნატოს სტანდარტებს შეესაბამება“ -განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42