"21-ე საუკუნეში ოკუპირებული ტერიტორიების არსებობა საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევაა“ - ლევან იზორია
პოლიტიკა - 19:01, 20 Feb, 2019     666

გორში, პროექტის - „მედია ჯარში“ ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობასა და რუსეთისგან მოსალოდნელ საფრთხეებზე ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

მინისტრის განცხადებით, 21-ე საუკუნეში ოკუპირებული ტერიტორიების არსებობა საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევაა. როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, საქართველოს პოლიტიკა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში არის მშვიდობიანი: „ამ პოლიტიკას ჩვენ ურყევად გავაგრძელებთ. ამ პოლიტიკის ნაწილია, ასევე ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება და განსაკუთრებით, ტოტალური თავდაცვის ფარგლებში, საერთაშორისო თანამშრომლობისა და ნატოში ინტეგრაციის გაძლიერება, რაც არის ეფექტიანი შეკავების პოლიტიკის, ანუ რუსული საფრთხეების შეკავების რეალური საფუძველი.“

თავდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა წლის განმავლობაში დაგეგმილ მაღალი დონის ვიზიტებსა და ამ თვალსაზრისით, უპრეცედენტო დინამიკაზე. „ერთ თვეში საქართველოში იგეგმება ნატო-საქართველოს სწავლება, რომლის ფარგლებში მნიშვნელოვან სტუმრებს ველოდებით. საქართველოს ნატოს გენერალური მდივანი და სამხედრო კომიტეტი ესტუმრება. ასევე, ბრიუსელში ჩემი ვიზიტის დროს ნატოს გენერალური მდივნის მოადგილისგან გაცხადდა, რომ შემოდგომისთვის საქართველოში ჩრდილო-ატლანტიკური ორგანიზაციის ელჩებიც ჩამოვლენ“, - განაცხადა ლევან იზორიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42