საქართველოს ბაზარზე რუსეთის დაბრუნება, დიდი პოლიტიკური საფრთხეა - გიორგი ვაშაძე
პოლიტიკა - 18:22, 20 Feb, 2019     1367
„ახალი საქართველოს“ ლიდერი, ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას განცხადებას ბუნებრივი აირის რუსეთის ბაზრისგან შესწყიდვასთან დაკავშირებით, საგანგაშოს უწოდებს. გიორგი ვაშაძის თქმით, საზოგადოებამ, მთელმა პოლიტიურმა სპექტრმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ჯეროვანი და მკვეთრი შეფასება უნდა მისცენ ამ ანტისახელმწიფოებრივ და ანტიეროვნულ ქმედებებს.

„აღმაშფოთებელი და საგანგაშო ინფორმაცია მივიღეთ, იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობამ, ბუნებრივი აირის შესყიდვასთან დაკავში რებით, მოლაპარაკებები დაიწყო გაზპრომთან. წლების განმავლობაში, ჩვენ უდიდესი ძალისხმევა დავხარჯეთ იმისთვის, რომ ენერგეტიკულად დამოუკიდებლები ვყოფილიყავით ისეთი მძიმე და პრობლემური „პარტნიორისაგან“ როგორის არის რუსეთის ფედერაცია. როგორც იქნა, რამდენიმეწლიანი მუშაობის შედეგად, ჩვენ ამას მივაღწიეთ. ახლა, ვხედავთ იმას, რომ თავისივე ნებით, ამ აგრესორთან კაბალაში საქართველოს მთავრობავე აბრუნებს ჩვენს ქვეყანას. ძალიან უცნაურია, რომ ეს დასაბუთებულია ვითომდა ენერგეტიკული ბაზრის დივერსიფიკაციის არგუმენტით. მაშინ, როცა კარგად ვიცით, რომ აზერბაიჯანთან მყარი ურთიერთგაგება გვაქვს მიღწეული, რათა საქართველოსთვის ფასები იყოს შედარებით მისაღები.

ეჭვს იწვევს, ასევე დროში დამთხვევა იმ მოვლენების, როდესაც ახალქალაქში, ცნობილი ტერორისტის ძეგლი დაიდგა და ამაზე საქართველოს მთავრობამ თვალები დახუჭა. გვახსოვს, რომ ფაქტს მოჰყვა დიდი გაღიზიანება აზერბაიჯანში. რთულია არ ვივარაუდოთ, რომ ეს ყველაფერი ურთიერთკავშირშია და რაღაც შეთქმულებასთან გავქვს საქმე.

რუსეთის დაბრუნება საქართველოს ბაზარზე, დიდ პოლიტიკურ საფრთხეს შეიცავს ჩვენთვის. ასევე, აღსანიშნავია ის, რომ სამწუხაროდ, საქართველოს პოზიციების დათმობის პროცესი თანდათან, ეტაპობრივად და მიზანმიმართულად მიმდინარეობს.

ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი გარიგება სომხეთთან ბუნებრივი აირის ტრანზიტთან დაკავშირებით. საქართველო სარგებლის სახით, 10 პროცენტს გაზით იღებდა. მაშინდელი ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის პირადი გადაწყვეტილებით და უშუალო ხელმძღვანელობით, შეთანხმება გადაისიჯნდა და გადაწყვეტილება გადაყვანილ იქნა ფულად ანაზღაურებაში, რისი წყალობითაც, წინა პერიოდებთან შედარებით, საქართველო ყოველწლიურად, გარანტირებულად კარგავს 30 მლნ ლარს. ეს არის დიდი პოლიტიკური და ეკონომიკური დარტყმა!

და რა მივიღეთ დღეს?- მაშინ, როდესაც გვაქვს გარანტირებული ენერგეტიკული დამოუკიდებლობა რუსეთისგან, საქართველო ნებაყოფლობით ბრუნდება ამ კაბალაში.

ვფიქრობ, ქართულმა საზოგადოებამ, მთელმა პოლიტიურმა სპექტრმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ჯეროვანი და მკვეთრი შეფასება უნდა მისცენ ამ ანტისახელმწიფოებრივ და ანტიეროვნულ ქმედებებს“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42