საქმე რხება უნივერსიტეტის ქუჩაზე მკლავჭიდელთა დაბრაზში მომხდარ ფაქტს. ფედერაციის პრეზიდენტმა, ერეკლე გურჩიანმა მედიას განუცხადა, რიმ დარბაზიდან წაღებულია ელექტროტექნიკა და ყველა ინვენტარი, რომლითაც სპორტსმენები ვარჯიშობენ.
გურჩიანი ამბობს, რომ სავარჯიშო დარბაზიდან ნივთები სოსო ჯაჭვლიანმა წაიღო და ეს სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა.
სოსო ჯაჭვლიანმა საკითხზე "ნიუპოსტთან" ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ინვენტარი ბიჭებს ერთი ოთახიდან მეორეში გადაუტანიათ".
"სადაც ეს დარბაზია, იმ დარბაზში მე სოსო ჯაჭვლიანი მსოფლიო ჩემპიონატის მერე, მეხუთე თვეა არ ვყოფილვარ. თუ მოსაწვევიმაქვს კრება, მწვრთნელებსა და სპორტსმენებს ვეძახი ჩემს ოფისში.
რაც შეეხება ბრალდებას, ეს არის სიცრუე. წარმოადგინონ ფაქტები, რომ ვიპარავ და დაფიქსირებული ვარ. იქ ყველა კუნჭულში კამერაა დაფიქსირებული. თქვენ ხომ წაგიხდებათ წარმოდგენა ჩემზე, რომ მე იქ დაფიქსირებული ვიყო?!
ფაქტის გაჟღერების შემდეგ, სპორტსმენებს დავუკავშირდი, ვკითხე რა ხდება მეთქი. საქართველოში არსებობს ერთადერთი, საქართველოს მკლავჭიდის ეროვნული ფედერაცია, რომლის პრეზიდენტია სოსო ჯაჭვლიანი, რომელიც აღიარებულია მსოფლიო ფედერაციის მიერ. ჩემს დაქვემდებარებაში არიან პარასპორტსმენები, ჩემები არიან. სხვა ფედერაცია, შეიძლება ასი იყოს ქვეყანაში. თქვნც შეგიძლიათ გააკეთოთ, თუმცა მთავარი ვარ მე.
ბიჭებს ეს ტრანაჟორები ერთი ოთახიდან მეორეში გადაუტანიათ და ეს თუ დანაშაულად ეთვლებათ, მაშინ უნდა დაიუსაჯონ, თუმცა ჩემი აზრით ეს დანაშაული არ არის. თუ ტრენაჟორები არის ერეკლე გურჩიანის, მაშინ წარმოადგინოს საბუთები და წაიღებს სახლში.
ვუბრუნდები ბრალდებას, რაც სასტიკი ბრალდებაა. ერეკლე გურჩიანი საუბრობს „მე მგონით“, მე საბუთებით გესაუბრებით. ფაქტია, რომ გურჩიანმა 2010 წელს გააყალბა მკვალჭიდის ფედერაციაში დოკუმენტები, რომელიც იყო სისხლის სამართლის დანაშაული და ისჯებოდა სამიდან ხუთ წლამდე. ჩვენ მიერ მიღებული საყოველთაო ამნისტიის შედეგად იგი გათავისუფლდა.
უნდათ სოსო ჯაჭვლიანი გამოიყვანონ იმად რაც არ არის... ვაი მაგათ პატრონს, მე შემიძლია მოვიპარო კუბდარი“- უთხრა „ნიუპოსტს“ ჯაჭვლიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






