„ისე კარგად არ იმუშაოთ, რომ ოპოზიციას კმაყოფილებისგან კრიტიკა დაავიწყდეს“ - ლევან კობერიძე მაია ცქიტიშვილს
პოლიტიკა - 16:45, 20 Feb, 2019     883

პარლამენტში პლენარულ სხდომაზე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი „მინისტრის საათებში“ წარსდგა. უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ მინისტრს მიმართა:

„ძალიან მოხარული ვარ, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრის დღევანდელი გამოსვლა რეალურად აღმოჩნდა ის გზაჯვარედინი, რომელზეც პოზიციის და ოპოზიციის დადებითი ემოციები გაერთიანდა და მინდა გთხოვოთ, ისე კარგად არ იმუშაოთ, რომ ოპოზიციას კმაყოფილებისგან კრიტიკა დაავიწყდეს. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. პარლამენტში თქვენი წინა გამოსვლის დროს ვისაუბრეთ იმ თემაზე, რასაც რეგიონალური განვითარება ჰქვია, იმიტომ რომ ინფრასტრუქტურის პროექტებს ამ შემთხვევაში არ შევეხები, ვიცი, რომ საკმაოდ დიდი მოცულობის სამუშაო არის გაკეთებული და კეთდება. ჩვენ ვისაუბრეთ კლასტერულ განვითარებასთან დაკავშირებით და იმ თემებზე, რომ თითოეული რეგიონის პოტენციალი კლასტერულ ჭრილში იყოს შესწავლილი. მე მადლობას მოგახსენებთ, თქვენ როგორც მინისტრი კომიტეტთან ერთად ამ თემაზე ბევრს მუშაობთ. მინდა გთხოვოთ, ამ საკითხთან დაკავშირებით ერთი სამუშაო შეხვედრა მოვაწყოთ, ოპოზიციასთან ერთადაც, იმდენად რამდენადაც ის ინფრასტრუქტურა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, პირველ რიგში, უნდა ემსახურებოდეს ეკონომიკის განვითარებას, ჩვენი მოქალაქეების დასაქმებას და ცხოვრების უკეთესი პირობების შექმნას". - განაცხადა ლევან კობერიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42