„განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს გამოძიებასაც“ - მამუკა მდინარაძე „თიბისი ბანკის“ საქმეზე
პოლიტიკა - 16:22, 20 Feb, 2019     700

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, აღნიშნულ საქმესთან მიმართებით, ხელისუფლების უპირველესი ინტერესი გამჭვირვალობაა. იგი ოპოზიციის წევრების განცხადებას ამ საკითხთან მიმართებით, პოლიტიკურ სპეკულაციას უწოდებს:

„განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს გამოძიებასაც თითოეულ დეტალთან მიმართებაში. ხელისუფლებასაც, თუნდაც გაკეთებულ განცხადებებში, იმიტომ რომ ერთი მხრივ, საქმე შეეხება უდიდეს ფინანსურ ინსტიტუტი, მეორე მხრივ, საქმე შეეხება კონკრეტულ გამოძიებას, რომლის პოლიტიზირება შეიძლება ძალიან დამაზიანებელი იყოს და გამოძიების ინტერესებსაც კი შეეწინააღმდეგოს. აქედან გამომდინარე, გამჭვირვალობა არის პირველ რიგში ხელისუფლების ინტერესი, დანარჩენი ოპოზიციისთვის ნებისმიერი საქმე, რომელიც რეზონანსული ხდება, სპეკულაციის საგანია, საშუალებაა, რომ ხელისუფლებას ზიანი მიაყენოს. ეს გასაგებია, მაგრამ როდესაც გამოდის თვითონ ობიექტი, ვისზეც ვსაუბრობთ და ამბობს, რომ ჩვენ ვთანამშრომლობთ პროკურატურასთან, ჩვენ ვთანამშრომლობთ პარლამენტთან, ეს არის ძალიან კარგი,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42