საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს სამშაბათს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე ელოდებიან. ამის შესახებ განცხადება ფრაქცია „ევროპული საქაფრთველოს“ წევრმა დავით ბაქრაძემ გააკეთა.
მისი განცხადებით, სხდომაზე სები-ის პრეზიდენტთან ერთად „თივისი ბანკის“ საკითხზეც ისაუბრებენ:
„გუშინ, საპარლამენტო უმცირესობამ მოვითხოვეთ საკომიტეტო ფორმატზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსვლა პარლამენტში და შემიძლია გითხრათ სიახლე, რომ სამშაბათს, პარლამენტში შედგება დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომა, სადაც მოვა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, უმცირესობის მოთხოვნის შესაბამისად და ჩვენ ვთავაზობთ TBC ბანკის წარმომადგენლებს, ბატონ ხაზარაძეს მოვიდეს ამავე სხდომაზე და სამშაბათს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად, კომიტეტის ფორმატში ღიად, საჯაროდ, ჟურნალისტების თანდასწრებით, საზოგადოებისთვის გასაგებად, ვისაუბროთ იმაზე, თუ რა ხდება TBC ბანკის ირგვლივ, რა პროცესს აქვს ადგილი, ვინ არის დაინტერესებული და რაც მთავარია, რა გავლენას მოახდენს ეს ჩვენი მოქალაქეებს ცხოვრებაზე და მომავალზე,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






