„თიბისი ბანკის“ საქმე - ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე მზადყოფნას გამოთქვამს ბანკის დამფუძნებლებს შეხვდეს. ლექვინაძის განცხადებით, ის პრესკონფერენციაზე გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებებს ეყრდნობა, შესაბამისად სხვა სახით გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარ ვერ გააკეთებს:
„კიდევ ერთხელ გამოვთქვამ მზაობას, პირადად შევხვდე ბანკის დამფუძნებლებს, თუ აქვთ დეტალური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომელი უწყებიდან ხდება გარკვეული ზეწოლა კონკრეტულ საქმესთან მიმართებაში. აბსოლუტურად ყველა მხარემ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ ფონმა მნიშვნელოვნად არ უნდა დააზიანოს საინვესტიციო ფონი, რომელიც არსებობს ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით, რადგან ნებისმიერმა არასწორად ინტერპრეტირებულმა ინფორმაციამ შეიძლება, არასწორი განცდები გამოიწვიოს ინვესტორებში, ამიტომ ინვესტორებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ლექვინაძემ.
შეგახსენებთ, რომ „ტიბისი ბანკის“ ხელმძღვანელებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ეოვნული ბანკის მოთხოვნით, ხელმოწერის უფლება შესაძლოა ჩამოერთვათ. აღნიშნული ბანკის მმართველობამს ასამართლოს შესაბამის ინსტანციაში გაასაჩივრა.
მასალის გამოყენების პირობები






