ეკა ბესელიასა და მისი თანამოაზრეების კანონპროექტი სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით უმრავლესობამ დღეს პოლიტსაბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებით დაიწუნა. ამის შესახებ მმართველი გუნდის პოზიცია პარლამენტის ტავმჯდომარემ გააჟღერა.
გედევან ფოფხაძის თქმით, ის ადამიანები, რომლებიც ამ კანონპროექტის ინიციატივის გამოვიდნენ, მდგმურები არ არიან.
"მე ამ საკითხის დაანონსებას არ ვაპირებ. ისედაც იქმნება შთაბეჭდილება, რომ ჩვენ ამ თემით ვსპეკულირებთ, ჩვენს კოლეგებს ამით თითქოს ვემუქრებით, რომ არიქა, წავალთ. პირდაპირ გეტყვით, რომ ის ადამიანები, რომლებიც ამ კანონპროექტის ინიციატივით გამოვდივართ, ამ გუნდში არც მდგმურები ვართ, არც შემთხვევით მოვხვდით და ვიღაცის კაცის კაცები არ ვართ. ჩვენი პოზიცია ამ გუნდში განპირობებულია იმ მრავალწლიანი ბრძოლის შედეგად, რომელსაც ვაწარმოებდით ჯერ სააკაშვილის რეჟიმთან, მერე რომ ამ რეჟიმის რევანში არ მომხდარიყო. ჩვენ ეს ადგილი არავისგან წყალობით არ მიგვიღია. ასე რომ, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მივიღოთ დარჩენის ან წასვლის თაობაზე, ეს იქნება ნაკარნახევი იმ მორალური ღირებულებით, რომლითაც ჩვენ ვართ პოლიტიკაში,"- განაცხადა ფოფხაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






