„გამომძიებლებს პოლიტიკაზე სასაუბროდ ჩემს სამუშაო ოთახში ვეპატიჟები“ - ზვიად კუპრავა არ გამორიცხავს, რომ დღეს დააკაონ
პოლიტიკა - 13:43, 20 Feb, 2019     1575
მას შემდეგ, რაც „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში არ მივიდა, მას უწყებიდან მიმართვის წერილი კიდევ ერთხელ მიუვიდა.
კუპრავას ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის საჩივრის საფუძველზე ელოდებიან, სწორედ ამ მიზეზის გათვალისწინებით, კუპრავა ამბობს, რომ ეს პროცესი თავიდან ბოლომდე პოლიტიზირებულია და შესაბამისად, განყოფილებაში არც 2 საათის შემდეგაც მივა.


„სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელი გამომძიებლებს მის სამუშაო კაბინეტში ელოდება, რომ "პოლიტიკაზე ესაუბროს".

„ძალიან გულისხმიერები აღმოჩდნენ და დამატებითი 2 საათი მომცეს იმისთვის, რომ ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში მივიდე და ბრალს გავეცნო. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, ვინაიდან ეს არ არის სამართლებრივი საქმე და დავა, რადგან ეს საქმე თავიდან ბოლომდე პოლიტიკურია, მე განყოფილებაში მისვლას არ ვაპირებ. გამომძიებლებთან პოლიტიკაზე სამმართველოში არ ვისაუბრებ. მათ პოლიტიკაზე სასაუბროდ ჩემს სამუშაო ოთახში ვეპატიჟები. აქ ვარ, არსად გაქცევას არ ვაპირებ და ველოდები, როდის გამოცხადდებიან. მათი ნებისმიერი მოთხოვნა იქნება ჩემი მხრიდან მოსმენილი. ბრალის დადგენილებას გავეცნობი. დავათანხმები თუ არა მას, ეს უკვე ჩემი გადასაწყვეტია"- განაცხადა ზვიად კუპრავამ.

„სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელი "ნიუპოსტთან" აღნიშნავს, არ გამორიცხავს, რომ დააკავონ.

"თეორიულად არაფერს გამოვრიცხავ, მით უმეტეს, ამ ხელისუფლებისუფლებისგან. როგორც იცით, მე უკვე ბრალდებული ვარ სხვისი თეფშიდან ჭამისთვის და გირაო მაქვს შეფარდებული, შესაბამისად, მეორე დადგენილება სწორედ იმიტომ გამოიტანეს და გამაცნეს გუშინ ტელეფონით, რომ შემიცვალონ აღკვეთი ღონისძიება - გირაო პატიმრობით. უნდათ გამომკეტონ, ეს არის ამათი მიზანი რეალურად“ - თქვა კუპრავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42