„ეს ბატონ ბაქრაძეს ეხება“ - ეკა ბესელია „ოცნებას“ ბაქრაძისთვის კომფორტის შექმნაში ადანაშაულებს
პოლიტიკა - 13:22, 20 Feb, 2019     1576

„ქართული ოცნების“ ორმაგი სტანდარტი? - სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები მხოლოდ „ევროპული საქართველოს“ ლიდერ დავით ბაქრაძეზეა მორგებული. მეტი კონკრეტიკისთვის, როგორც სახელმწიფო დაცვის სპეციალური დაცვის ხელმძღვანელმა, ანზორ ჩუბინიძემ პარლამენტში სტუმრობისას განაცხადა, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონპროექტის გარდამავალი დებულებით განისაზღვრა, რომ მეშვიდე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარეს სახელმწიფო დაცვა 2020 წლამდე გაუხანგრძლივდება (დავით უსუფაშვილს დაცვა ისედაც ეკუთვნის - ავტ.)

კანონპროექტს იწონებს და მხარს უჭერს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რამაც ეკა ბესელია გააღიზიანა და სხდომაზევე თქვა, რომ „საინტერესო მიგნებების“ უკან პარლამენტის თავმჯდომარე დგას.

პლენარულ სხდომაზე ბესელია დაინტერესდა, რატომ უნარჩუნდება სახელმწიფო დაცვა პერსონალურად დავით ბაქრაძეს, ვინ იყო ამის ინიციატორი და რა არგუმენტებით. ამასთან, დეპუტატმა სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელს მიმართა და თქვა, რომ იდეა “ბატონი ირაკლის (კობახიძის) შეთავაზება“ იყო.

“არ მომწონს მიდგომა, როცა კანონში ჩნდება ჩანაწერი კონკრეტული პიროვნებისთვის. ეს კარგად არ იკითხება! ეს ამ შემთხვევაში ბატონ ბაქრაძეს ეხება. არ მაქვს პერსონალური ემოციები, მაგრამ არ მომწონს, როცა კანონში გაჩნდა ჩანაწერი კონკრეტული პერსონის გამო. მე ვიცი, რომ ეს თქვენი ინიციატივა არ იყო“, - განაცხადა ბესელიამ.

პარლამენტის სპიკერმა კი „ურჩ დეპუტატს“ კანონის სწორად წაკითხვა ურჩია და ბესელიას კვალიფიკაციაზე მიანიშნა. კობახიძემ აღნიშნა, რომ საკითხის ინიციატორი არ ყოფილა.

„კანონის გარდამავალ დებულებებში ერთჯერადი რეგულაციები იწერება, განსხვავებით ძირითადი დებულებებისაგან. ეს ყველაფერი პროექტის გარდამავალ დებულებებში იმიტომ წერია, რომ არის ერთჯერადი თავისი ბუნებით და ბუნებრივია, რომ ეს იურისტს არ უნდა ესწავლებოდეს“ - მიმართა კობახიძემ ეკა ბესელიას.

თავის მხრივ, ბესელიამ კობახიძეს ურჩია, რომ „ნუ ამეცადინებს იურისტებს, რომლებიც კანონს კარგად კითხულობენ“.

„საგამონაკლისო რომ არის და კონკრეტულად არის განსაზღვრული ვისთვის კეთდება, სწორედ ამიტომ დავსვი ეს კითხვა და ნუ გვამეცადინეთ, განსაკუთრებით იურისტებს, რომლებიც კარგად ვკითხულობთ კანონს. კარგად რომ ვკითხულობთ კანონს, იმიტომ ვსვამ ამ კითხვას“- თქვა ბესელიამ.

ანზორ ჩუბინიძემ კი პარლამენტი ისე დატოვა, რომ ბუნდოვანი დარჩა საკითხი, როგორ მოუვიდა „ქართულ ოცნებას“ აზრად, დავით ბაქრაძის კომფორტზე ასე ოპერატიულად ეზრუნა.

ამ ფონზე ჩნდება ლოგიკური და სამართლიანი კითხვა, რატომ არ სარგებლობს დაცვით ნინო ბურჯანაძე, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელე ორი მოწვევის პარლამენტში იკავებდა.

„ნიუპოსტი“ დავით ბაქრაძესთან დაკავშირებას ცდილობს და მის პასუხს მიღების შემთხვევაში შემოგთავაზებთ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42