„თიბისი ბანკის“ საქმე და სახელმწიფო შეტევა კერძო ბიზნესზე - მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას გაეროს წარმომადგენელი ეხმაურება და ამბობს, რომ საქმეს უცხოელი ინვესტორებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ, პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალეს უნდა წარიმართოს.
„საქართველოს სჭირდება ძლიერი ფინანსური ინსტიტუტები და ძლიერი ფინანსური რეგულაციები - ეს არის გასაღები ნებისმიერი ბიზნესგარემოსთვის. ამას გარდა, საქართველოს სჭირდება ძლიერი სასამართლოც. სამივე სფერო ახლა გამოცდას გადის. ველოდებით, რომ TBC ბანკის საკითხი გამჭვირვალედ და ქვეყნის კანონმდებლობის დაცვით ჩატარდება.
ცხადია TBC ბანკის გარშემო ბევრი სპეკულაციაა, ამიტომ მოვუწოდებთ, რომ პროცესი იყო გამჭვირვალე და სამართლიანი, ინვესტორები დააკვირდებიან პროცესს და დაელოდებიან შედეგს“- ამბობს გაეროს კოორდინატორი და განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ლუიზა ვინტონი.
მასალის გამოყენების პირობები






