“თიბისი ბანკის საქმე“ და არსებული პრობლემები - საკითხს გამოხმაურება ბრიუსელშიც მოჰყვა. ევროპარლამენტარი გუნარ ჰოკმარკი აცხადებს, რომ შეტევა თავისუფალ მედიასა და კერძო ბანკზე ძირს უთხრის როგორც მთავრობას, ასევე, საქართველოს მიმართ ნდობას.
მისივე განცხადებით, ევროპა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს დეტალურად აკვირდება, შესაბამისად ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ადეკვატური რეაგირება ექნება:
„შეშფოთებული ვარ ბანკებთან დაკავშირებული ვითარების გამო. მე ძალიან ვურჩევ საქართველოს მთავრობას არ ჩაერიოს იმ ბანკის მართვაში, რომელიც ევროპულ ბაზარზე მუშაობს და აქვს ურთიერთობები ევროპაში. რადგან თუკი საქართველოს მთავრობა ემუქრება ამ ბანკის სტაბილურობას, ის ამავდროულად ემუქრება სხვა საბანკო ურთიერთობების სტაბილურობასაც. როდესაც საქართველოში ერევიან დამოუკიდებელი მედიისა საქმიანობაში, ზეწოლას ახდენენ დამოუკიდებელ ბანკზე, ან იყენებენ ეკონომიკას პოლიტიკური ზეწოლის მიზნით, ევროპის აზრით, ეს ძირს უთხრის ნდობას არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების, არამედ, ზოგადად საქართველოს მიმართ. მე ვერ ვხვდები, რატომ იმეორებს რეგულარულად საქართველოს მთავრობა მსგავს ქმედებებს,“ - აცხადებს ევროპარლამენტის წევრი გიუნერ ჰოკმარკი.
მასალის გამოყენების პირობები






