"შორენა არის იმ ჯგუფის მთავარსარდალი, რომელის აყენებს უდიდეს ზიანს საქართველოს ეკლესიას და საკუთრივ პატრიარქს" - ნიკა გვარამია
პოლიტიკა - 23:58, 19 Feb, 2019     3376
გიორგი მარგველაშვილთან მე შევედი, პატრიარქის კურთხევით, დეკანოზ მამალაძის გათავისუფლების საქმეზე - ამის შესახებ ნიკა გვარამიამ თოქშოუ "რეაქციაში" განაცხადა.
შეხვედრის დეტალებზე მან ღია ეთერში რამდენიმე თვის წინ ისაუბრა, გვარამია ამბობს, რომ მარგველაშვილი დეკანოზის უდანაშაულობაში დარწმუნებულია, თუმცა მისი შეწყალება დაიბლოკა არა ხელისუფლების, არამედ საპტრიარქოს მხრიდან.

"ჯერ საპატრიარქოში მქონდა შეხვედრა, მათი თხოვნით, მამა ვახტანგმა დამირეკა, პატრიარქმა დეტალურად გამომკითხა ყველაფერი. მკითხა, რატომ არ იწყალებს მაშინ პრეზიდენტიო და ვუთხარი, რომ ზუსტად მაგის სათხოვნელად მივდივარ და ძალიან მინდა, რომ თქვენც იყოთ თანახმა, რომ იქ მივიდეთქო. მითხრა, მე გაძლევ კურთხევას, მიდი და დაელაპარაკე, აუხსენი, რა ხდებაო, ეს მე მოვყევი პირდაპირ ეთერშიც. მივედი მარგველაშვილთან, დარწმუნებული ვარ, რომ მარგველაშვილმა იცის, რომ დეკანოზი ტყუილად ზის ციხეში, მისმა გუნდმა თავიდან ბოლომდე, გაიარა ეს საქმე და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ადამიანებსაც სრულად ჩამოყალიბებული აქვთ რწმენა , რომ უდანაშაულოდ ზის, მაგრამ, რა თქმა უნდა, საპატრიარქოს გავლენით შეწყალება არ მოხდა. არავითარი ხელისუფლება, ხელისუფლება ვერ ჩაერეოდა მარგველაშვილთან დამოკიდებულების გამო. საპატრიარქოს ჩარევით, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, შეწყალება დაიბლოკა" - ამბობს გვარამია..

საპატრიარქოს რომელი ჯგუფის მიერ შეიძლება დაბლოკილიყო დეკანოზის შეწყალება, გვარამია ამბობს, რომ მან არ იცის და ვერ ერკვევა ამ დაჯგუფებებში, თუმცა
"გასაგებია, რომ იქ არსებობს ჯგუფი, რომელსაც ეს არ უნდა, შორენაა მთავარსარდალი ამ ჯგუფის, ბუნებრივია, რომელსაც ყბა მოენგრა პირდაპირი მნიშვნელობით, როცა პატრიარქთან დამინახა და იყოს იქ გარჩევა, როგორ მოვხვდი მე საპატრიარქოში და პატრიარქს როგორ ველაპარაკე ისე, რომ შორენამ არ იცოდა... საოცრება ხდება საპატრიარქოში, ბოლო ჟამია თუ რა ხდება ვერ გავიგე... ერთერთი ყველაზე გავლენინანი ინსტიტუციის შემადგებლობაში ხდება საოცრება და ვხედავთ რა დამართა პირადაად პატრიარქის რეიტინგს ამ ხალხმა. ეს არის კატასტროფა და ეს ხდება ციანიდის საქმის პარალელურად. ეს ხალხი საქაართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას აყენებენ უდიდეს და უმძიმეს ზიანს და საკუთრივ საქართველოს პატრიარქს, რომელიც ნამდვილად არის ბოლო 30 წლის განმავლობაში გამოკვეთილი საზოგადო მოღვაწე და ამ ხალხის ამგვარი საქმიანობა აზიანებს პატრიარქის რეპუტაციას" - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
"შორენა არის იმ ჯგუფის მთავარსარდალი, რომელის აყენებს უდიდეს ზიანს საქართველოს ეკლესიას და საკუთრივ პატრიარქს" - ნიკა გვარამია




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42