საკრებულოში დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა განიხილეს. საკრებულოს ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მერიის საქალაქო სამსახურისა და საკრებულოს ურბანული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელები თანამდებობიდან უნდა გადადგნენ, რადგან ლევან ხაბეიშვილის თქმით, ისინი მუშაობდნენ დეველოპერულ კომპანიებში და შესაძლოა მერიასა და დეველოპერებს შორის მოხდეს გარიგება. როგორც ხაბეიშვილმა განაცხადა, ორივე მათგანი მოვიდა ბიზნესიდან, ორივეს ჰქონდათ ბიზნესინტერესები და მიაჩნია, რომ ურბანულ საკითხებთან მიმართებით ობიექტურ გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებენ და თბილისელების ინტერესებზე წინ საკუთარ ბიზნესინტერესებს დააყენებენ:
„მოგიწოდებთ, რომ ერთ შემთხვევაში, ამ ადამიანმა დატოვოს თანამდებობა და სხვა თანამდებობა დაიკავოს, რომელსაც კარგად შეასრულებს და ბიზნესინტერესების გამტარებელი არ იქნება ამ მიმართულებით და იგივე ურბანული კომისიის თავმჯდომარეც, ბატონმა რეზიმაც, რომელსაც ბევრი სხვა მიმართულებით ალბათ ბევრი სიკეთის გაკეთება შეუძლია,“ - განაცხადა ხაბეიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






