ხელისუფლების მაღალჩინოსანი დათუნაშვილის დისკვალიფიკაციას ითხოვს - "კურიერმა" სკანდალური აუდიოჩანაწერი მოიპოვა
პოლიტიკა - 18:13, 19 Feb, 2019     1711

ჭიდაობის ფედერაციაში დაწყებული კონფლიქტის სკანდალური გაგრძელება - "კურიერმა" აუდიოჩანაწერი მოიპოვა, რომლითაც დგინდება, თუ როგორ ერევა საქართველოს ხელისუფლება სპორტში და როგორ უცხადებს მთავრობა მხარდაჭერას ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს.

ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის დახურულ სხდომაზე, რომლის ჩანაწერიც "კურიერს" სანდო წყარომ მიაწოდა, სპორტისა და განათლების მინისტრის მოადგილე გეგა გეგეშიძის ქმედებებს ამართლებს. ის აცხადებს, რომ კარგი იქნებოდა, მოჭიდავე დათუნაშვილისთვის დისკვალიფიკაცია მიეცათ, რათა სხვა ურჩმა სპორტსმენებმაც კარგი გაკვეთილი მიიღონ.

შეხვედრას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ესწრებოდა. ლერი ხაბელოვმა, თავდაპირველად, თქვა, რომ მსგავსი განცხადება მინისტრის მოადგილის მხრიდან არ გაკეთებულა, თუმცა მას შემდეგ, რაც მან გაიგო, რომ "კურიერს" აუდიოჩანაწერი ჰქონდა, განმარტა, რომ მას ეს საუბარი არ გაუგია.

„შეიძლება გამომრჩა, არ მომისმენია ეგეთი რაღაც. არ მახსოვს, რომ ასეთი რამე თქვა, რომ უნდა მივცეთ დათუნაშვილს დისკვალიფიკაცია,“ - განაცხადა ლერი ხაბელოვმა.

აუდიოჩანაწერს ზურაბ დათუნაშვილიც გამოეხმაურა. ევროპის ჩემპიონი აცხადებს, რომ მას ჰქონდა განათლებისა და სპორტის სამინისტროს იმედი, თუმცა მოსმენილით გაოგნებული დარჩა.

„მე ამ ხალხისგან ველოდი დახმარებას და ზუსტად ეს ხალხი ცდილობს ჩემს დისკვალიფიკაციას. ძალადობას ახალისებენ ამით. ვერ ვხვდები, რატომ აკეთებენ ასეთ რაღაცას,“ - განაცხადა ზურაბ დათუნაშვილმა.


წყარო rustavi2.ge







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42