„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები მზადყოფნას გამოხატავენ დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის შესაბამის კომიტეტებსა და დეპუტატებს.
საპარლამენტო უმცირესობა „თიბისი ბანკის“ წარმომადგენლებს გაერთიანებული საკომიტეტო მოსმენის ჩატარებას სთავაზობს. ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა ელენე ხოშტარიამ გააკეთა:
"ჩვენ, ვთავაზობთ მამუკა ხაზარაძეს გაერთიანებული საკომიტეტო მოსმენის ჩატარებას სადაც "ქართული ოცნების" წევრებიც იქნებიან და მოუწევთ კითხვებზე პასუხის გაცემ.
დღეს „ევროპულმა საქართველომ" გააკეთა შეთავაზება "თიბისის" და მამუკა ხაზარაძის მიმართ, რომ ამ საქმის მოსმენა გაიმართოს პარლამენტში. ჩვენ მოვისმინეთ დღეს ბატონი მამუკა ხაზარაძის განცხადება, რომ ის მზად არის პარლამენტში მოსასვლელად. ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ პარლამენტში გაეცეს პასუხი იმ კითხვებს, რაც დაგროვდა ამ საქმესთან დაკავშირებით. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის ცალკე აღებული მამუკა ხაზარაძის პრობლემა. ეს არის სისტემის პრობლემა. ერთის მხრივ, ინსტიტუციების გამოყენების, კონკრეტული ადამიანების, თუ ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით და მეორე, ეს თავისთავად ძალიან საფრთხის შემცველია ყველა მოქალაქისთვის. ამიტომ პარლამენტი არის სწორედ ის ადგილი" განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






