ფონიჭალის მოსახლეობა კიდევ ერთი თანამედროვე სკვერით ისარგებლებს
პოლიტიკა - 16:42, 19 Feb, 2019     679

კრწანისის რაიონის გამგეობამ რუსთავის გზატკეცილის N267-ის მიმდებარედ, სკვერის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. დასასვენებელი სივრცე 3 070 კვ.მ-ზე განთავსდება და თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვება.

პროექტის ფარგლებში, სკვერის შიდა პერიმეტრი დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება, მოეწყობა საბავშვო გასართობი ზონა. არსებულ ტერიტორიაზე ასევე, განთავსდება წყლის ადაპტირებული შადრევანი.

რეკრეაციულ სივრცეში დაიდგმება საბაღე სკამები და დამონტაჟდება გარე განათების სისტემა. სკვერი თანამედროვე ინვენტარითა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ადაპტირებული ინფრასტრუქტურით აღიჭურვება.

სკვერის მიმდებარედ, ადგილობრივი მცხოვრებლების თხოვნის გათვალისწინებით, მოეწყობა პარკინგი. სკვერი გამწვანდება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარით.

„რეკრეაციული სივრცეების მოწყობა ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. გასულ წელს სამი ინოვაციური სკვერი მოვაწყვეთ, რომლითაც ადგილობრივი მოსახლეობა კმაყოფილია. მიმდინარე წელს კრწანისის ტერიტორიაზე არაერთი სკვერის მოწყობა იგეგმება“, - განაცხადა კრწანისის რაიონის გამგებელმა ლევან ჯაფარიძემ.

გასულ წელს სკვერების მოწყობა-რეაბილიტაცია კრწანისის რაიონში 11 მისამართზე განხორციელდა. აქედან სამ მისამართზე - ზემო ფონიჭალაში, გრიშაშვილის ქუჩასა და ქვემო ფონიჭალაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი რეკრეაციული სივრცე მოეწყო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42