„უმუშევრობის მაჩვენებლის შემცირება გამოიწვია სტაბილურმა ეკონომიკურმა მაჩვენებლებმა, რომლებიც საქართველოში ბოლო წლებში ფიქსირდება რეგიონში არსებული ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირების ფონზე. მნიშვნელოვანია, რომ უმუშევრობის დონემ ბოლო 15 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. ის შემცირდა როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში" - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.
მისი თქმით, მამაკაცებში უმუშევრობის დონე შემცირდა 1.1 პროცენტული პუნქტით და 13.9% შეადგინა, ხოლო ქალებში - 1.5 პროცენტული პუნქტით და 11.2 პროცენტი შეადგინა. ზოგადად, 2018 წელს უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 30.7 ათასით და 245.7 ათასი შეადგინა.
ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, 2018 წელს დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდა 12.4 ათასით და 1694.2 ათასი შეადგინა. „დასაქმებულთა რაოდენობის მცირედი შემცირება განპირობებულია თვითდასაქმებულთა რაოდენობის შემცირებით, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა კი მნიშვნელოვნად - 35.9 ათასით არის გაზრდილი და 860.2 ათასს შეადგენს. თვითდასაქმებულთა რაოდენობა შემცირდა 48.2 ათასით და 833.4 ათასი შეადგინა" - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მასალის გამოყენების პირობები






