მე-19 საუკუნის კარადა და 4000-დოლარად შეფასებული როიალი - როგორია მარიამ ჯაშის ქონება
პოლიტიკა - 14:53, 19 Feb, 2019     2003
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშს ბოლო ქონებრივი დეკლარაცია 2019 წლის 31 იანვარს აქვს ჩაბარებული.

დოკუმენტის თანახმად, დეპუტატის სახელზე რამდენიმე უძრავი ქონება ფიქსირდება. კერძოდ, 2014 წელს, მან იპოთეკური ხელშეკრულებით შეიძინა აგარაკი ტაბახმელაში, რაშიც 67 500 ლარი გადაიხადა. მის სახელზევე ირიცხება 2003 წელს შეძენილი, 38 000 დოლარად შეფასებული ბინა თბილისში, რომელიც დეკლარაციის შევსების მომენტში იპოთეკითაა დატვირთული. დეპუტატს 2009 წელს მემკვიდრეობით მიღებული აქვს 25%-იანი წილი ქ. თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ბინაში.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატს დეკლარაციაში დაფიქსირებული აქვს 3000 დოლარიანი შენაძენი, ეს გახლავთ მე-19 საუკუნის კაბინეტის კარადა, რომელიც მან 2007 წელს იყიდა. 2008 წელს კი მარიამ ჯაშს როიალში გადახდილი აქვს 4000 ამერიკული დოლარი. კომიტეტის თავმჯდომარე ფლობს მსუბუქ ავტომანქანა wolksvagen jetta-ს, რომელშიც 2013 წელს გადახდილი აქვს 7200 დოლარი.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, პარლამენტის წევრს „ლიბერთი ბანკში“ საპენსიო ანგარიშზე უფიქსირდება 802,64 ლარი. დეკლარაციის თანახმად, მარიამ ჯაშს „გაეროს საკრედიტო ფედერალურ კავშირში აქვს უარყოფითი ნაშთი 17 858, 29 დოლარის ოდენობით, ამავე ორგანიზაციაში კი დეპოზიტის სახით დაფიქსირებული აქვს 1276,36 დოლარი. გარდა ამისა, მას „საქართველოს ბანკის“ ანგარიშზე აქვს 483,6 ლარი, ამავე ბანკში – 895,95 ევრო, რომელზეც მინიშნებულია, რომ ეს ნაშთი ფიქსირდება ამავე ბანკში აღებული სესხიდან.

დეკლარაციის თანახმად, მარიამ ჯაშს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარედ მუშაობისას 2018 წლის მარტიდან დეკემბრამდე მიღებული აქვს 53 892 ლარი.

რაც შეეხება ხარჯებს, აღნიშნულ გრაფაში ფიქსირდება რამდენიმე ბანკის კრედიტი, რომლებიც სხვადასხვა სესხების გადასაფარადაა გამოყენებული, ასევე ქალიშვილის სწავლის საფასური (3500ლარი), დეპუტატის სწავლის საფასური -3000 ლარი, მგზავრობის ხარჯები -3000 ლარი და ტაბახმელაში არსებული უძრავი ქონების სარემონტო ხარჯები 37 ათასი ლარი, რომელიც „საქართველოს ბანკიდან“ არის ნასესხები.

დეკლარაციაში ასევე დაფიქსირებულია მარიამ ჯაშის ვაჟიშვილის ირაკლი გოდერძიშვილის სესხი 26 892 ევრო, ბერლინში გამოყენებითი მეცნიერების code უნივერსიტეტში სასწავლებლად. (სესხის დაფარვა გათვალისწინებულია სწავლის დასრულებისა და დასაქმების შემდეგ). დეკლარაციაში ნაჩვენებია ირაკლი გოდერძიშვილის შემოსავალიც -14 000 ევრო, რომელიც მან ბერლინის უნივერსიტეტში სასწავლებლად 2018-2019 წლებში სტიპენდიის სახით მიიღო.

მარიამ ჯაშს თანხები ქველმოქმედებისთვისაც აქვს გაღებული, შესაბამის გრაფაში მას 3000 ლარი აქვს მითითებული.


წყარო: Edu.Aris.Ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42