"გაუქმებული სახელმწიფო... ივანიშვილის სურვილია, გახდეს ჩვენი ქვეყნის მთავარი და ერთადერთი მევახშე"- სალომე სამადაშვილი
პოლიტიკა - 14:21, 19 Feb, 2019     832
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ „თიბისი ბანკის“ საქმემ აჩვენა, რომ „სახელმწიფო გაუქმებულია“.

როგორც პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას სამადაშვილმა განაცხადა, ის რომ საქართველოში სახელმწიფო მიიტაცეს საერთაშორისო საზოგადოებამ ღიად აღიარა.

"მინდა ვისაუბრო „თიბისი ბანკის“ საქმეზე, იმაზე თუ რას ნიშნავს ეს საქმე სახელმწიფოსთვის და საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. ის, რომ საქართველოში მოხდა სახელმწიფოს მიტაცება კერძო ინტერესების მიერ, საერთაშორისოდ აღიარებულია. აქ საუბარი იყო ქვეყნის საერთაშორისო წარმატებაზე, რასაც ვერ ვხედავ, თუმცა ვხედავ უკიდურეს შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში სახელმწიფო ფაქტობრივად უქმდება.

"თიბისის" საქმე სარკისებური ეფექტით ასახვს, იმას რაც ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს თვალწინ, ღიად და გახსნილად მიმდინარეობს და ეს არის სახელმწიფოს რღვევისა და ჩამოშლის პროცესი.

შემცდარია ყველა, ვისაც ჰგონია, რომ ეს არის კერძო დავა ოლიგარქსა და კერძო ბანკს შორის და არ ეხება ჩვენი მოქალაქეების მომავალს.

ბიძინა ივანიშვილი ცდილობს დაამყაროს სრული კონტროლი ქვეყანაში არსებულ ფინანსურ ინსტიტუტებზე. მისი სურვილია გახდეს ჩვენი ქვეყნის მთავარი და ერთადერთი მევახშე. დაპირებული უფასო ფულისა და კრედიტების ნაცვლად, ჩვენ ივანიშვილი მოგვევლინება ერთადერთ მევახშედ"- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

დეპუტატი, ამბობს, რომ ანაკლიის პროექტის გაჩერება რუსეთის ინტერესში შედის, რომელიც კონტროლს ამყარებს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ ობიექტებზე.

"ჩვენ მოვისმინეთ ეს ეკონომიკის მინისტრისგან, რომელიც დაგვპირდა, რომ ენერგო სისტემაში რუსეთს დააბრუნებს. დააბრუნებს "გაზპრომს", რომელიც სიმწრით გავაგდეთ ჩვენი ქვეყნიდან. გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ანაკლიიის პორტი ასევე უნდა გაკონტროლდეს რუსეთის მიერ "სანდო ადამიანებისგან", ისეთებისგან, როგორებიც არიან ბატონები ქობულია და გახარია. ან თქვენი სახელმწიფოს რომელიმე წარმომადგენელი, რომელიც საკუთარი ბიზნეს-ინტერესებით პირდაპირ უკავშირდება რუსეთს"- მიმართა სამადაშვილმა სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლებს.

დეპუტატის თქმით, "არსებობს წითელი ხაზები, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება, საქართვერლოს ხელისუფლებას უვლებს".

"რეალურად ჩვენი სახელმწიფო გახდა ლიმიტირებული სუვერენიტეტის მქონე ქვეყანა, რომელიც დამოუკიდებლად ვერ იღებს გადაწყვეტილებებს სტარატეგიულად მნიშვნელოვან საკითხებზე.

მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რაც უნდა ვისწავლოთ "თიბისის" საქმისგან, არის ის, რომ იქ სადაც არ არის სახელმწიფო, დაუცველია ამ ქვეყნის ყველა მოქალაქე, მიუხედავად მისი ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სოციალური სტატუსისა. იმიტომ რომ იქ სადაც არ არსებობს კანონი, და ჩვენ მოვისმინეთ ქალბატონი წულუკიანის განცხადება, რომ კანონმა კი არ უნდა გადაწყვიტოს თიბისი ბანკის მომავალი, არამედ დაემორჩილება თუ არა მამუკა ხაზარაძე პირადად ბიძინა ივანიშვილს და მის მითითებებს. ასე გამოიყურება გაუქმებული სახელმწიფო. არ ვიცი როგორ დასრულდება თი ბი სი ბანკის დავა, მაგრამ ვიცი, ის რამხელა საფრთხის ქვეშ უწევს ყველა მოქალაქეს ცხოვრება, ვისაც გაქუმებულ სახელმწიფოში უწევს ცხოვრება"- დასძინა სამადაშვილმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42