"არ გაქვთ კითხვები, როდესაც ივანიშვილის განცხადებებს მოჰყვება ეს ყველაფერი?"- გიგა ბოკერია TBC-ის საქმის უკან პოლიტიკურ ინტერესებს ხედავს
პოლიტიკა - 14:14, 19 Feb, 2019     876
ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია ამბობს, რომ პროკურატურა და ეროვნული ბანკი „თიბისის“ საქმეში ბიძინა ივანიშვილის განცხადებების შემდეგ ჩაერთვნენ.


დეპუტატი ინტერესდება მაშინ, როცა „თიბისის“ საქმეში რომ ჯერ არაფერი იყო გარკვეული, მთელ მსოფლიოს რატომ მოსდეს, რომ ერთ-ერთ მსხვილ ეკონომიკურ მოთამაშეს თურმე 11 წლის წინანდელ ამბავს უქექავენ.

„გუშინ მოვისმინეთ ქალბატონი წულუკიანის მორიგი შედევრი, სადაც ის ღიად დაემუქრა ამ კონკრეტულ პირებს. მოგიყვანთ ციტატას: „ბანკს ის მოუვა, რასაც ბატონი ხაზარაძე დაიმსახურებსო“. ანუ, როგორც ხაზარაძე მოიქცევა, იგივე ელის ბანკს. ეს ტექსტი იყო ძალიან მკაფიო და თან იქვე ამბობს, რომ არაფერში ერევიან. ამიხსენით, რომელ ხაზს აწვებით - არ ერევით თუ ცუდ ხალხს ებრძვით? ჩვენ ყველას გვახსოვს, რომ აქაც სურათი იყო ძალიან მკაფიო. ჯერ ივანიშვილმა გააკეთა განცხადებები, პირდაპირ, მის სტილში, დაასახელა სამიზნე - „თიბისი ბანკი“ და ბატონი ხაზარაძე, რომელიც თურმე უმადურია და მადლობა არ გადაუხადა მას. ამას მოჰყვა სოციალურ ქსელებში და სხვაგან მმართველ გუნდთან დაკავშირებული პროპაგანდის ორგანოების მხრიდან დემონიზების მთელი კამპანია, რის შემდეგაც საქმეში ჩაერთვნენ სახელმწიფო ინსტიტუტები - პროკურატურა და ეროვნული ბანკი. ამიხსენით, ეს მიმდევრობა კითხვის ნიშნებს არ გიჩენთ? არ გაქვთ კითხვები, როდესაც ივანიშვილის განცხადებებს მოჰყვება ეს ყველაფერი? და კიდევ ერთი რიტორიკული კითხვა მაქვს. პროკურატურა ხშირად გვეუბნება, რომ ამა თუ იმ საქმეზე ვერ მოგვაწვდის ინფორმაციას, რათა არ მოხდეს ამაში ჩარევა. ამ საქმეში რომ ჯერ არაფერი იყო გარკვეული, მთელ მსოფლიოს რატომ მოსდეს, რომ ერთ-ერთ მსხვილ ეკონომიკურ მოთამაშეს თურმე 11 წლის წინანდელ ამბავს უქექავენ? რატომ გააკეთეს ეს, თუ ამაში პოლიტიკური ინტერესი არ იყო?“ - განაცხადა ბოკერიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42