ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე „თიბისი ბანკის“ ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას აცხადებს, რომ დამაზიანებელია პოლიტიკურად მოტივირებული განცხადებების გაკეთება და ეს გამოძიებაზე ცუდად აისახება:
„თუ ჩვენ ზედმეტ პოლიტიზირებას მოვახდენთ, შეცდომაში შევიყვანთ საზოგადოებას და სამართალდამცველი ორგანოებისა და საზოგადოების შესაბამის ინტერესებსაც არსებითად დავაზიანებთ. მთავარი კითხვები, რომელიც სამართალწარმოებასთან არის დაკავშირებული, უნდა მივმართოთ გამოძიებისკენ და მის შედეგებზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული, რაც შეეხება ფინანსურ ინსტიტუტებს, მას უნდა მოვუფრთხილდეთ,“ - აცხადებს მდინარაძე.
შეგახსენებთ, რომ „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 11 წლის წინ მომხდარ ფულის გადარიცხვასთან დაკავშრებით ედავებიან.
მასალის გამოყენების პირობები






