„თიბისი ბანკის“ საქმე და დაწყებული დავა - საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი აღნიშნულ საკითხს ანაკლიის პორტის მშენებლობას არ უკავშირებს.
„დიდი სურვილი მექნებოდა, გავმიჯნოთ ორი საკითხი ერთმანეთისაგან. ერთია ანაკლიის პროექტის მშენებლობა და ამ მიმართულებით, როგორც კონსორციუმის, ასევე საქართველოს მთავრობის, რამდენიმე ძირითადი სტრუქტურის მიერ აქტიური თანამშრომლობა, კომუნიკაცია და დახმარება და მხარდაჭერა ამ პროექტის. მეორე მხრივ, ის კვლევა და საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც ეხება TBC ბანკთან დაკავშირებულ გარიგებას,“ - აცხადებს მაია ცქიტიშვილი.
შეგახსენებთ, რომ „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 11 წლის წინ მომხდარ ფულის გადარიცხვასთან დაკავშრებით ედავებიან.
მასალის გამოყენების პირობები






