„თიბისი ბანკის“ საქმე - ოპოზიცია საკითხის შესწავლას საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ფორმატში ითხოვს. გუშინ გამართულ პრესკონფრენეციაზე მამუკა ხაზარაძემ გამოთქვა მზადყოფნა, ყველა დაინტერესებულ მხარესთან თანამშრომლობის შესახებ.
ოპოზიციის წევრების განცხადებით, მნიშვნელოვანია, კითხვები პასუხგაუცემელი არ დარჩეს:
„ჩემი აზრით ძალიან კარგი იქნება, თუ პარლამენტში შესაბამისი ფორმა გამოიძებნება ამ დოკუმენტების შესწავლისა, ასეთი ერთ-ერთი ფორმა შეიძლება იყოს საგამოძიებო კომისიის შექმნა, ეს ეხება არა უბრალოდ ბანკს, მითუმეტეს ერთ და ორ ადამიანს, არამედ ანაკლიის პორტს, რომელიც საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პორტია“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
„ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ პროკურატურა ბიძინა ივანიშვილის თამაშს თამაშობს და მნიშვნელოვანია, რომ ოლიგარქმა ხელში ვერ ჩაიგდოს „თიბისი ბანკი“:
„პირველ რიგში ქვეყნისთვის და ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საქმე არ დასრულდეს ისე, რომ ოლიგარქმა ხელში ჩაიგდოს ეს ბანკი. არ დასრულდეს ისე, რომ პრობლემები შეექმნას ანაკლიის პორტს, ძალიან კარგად ვიცით თუ ვის ბრძანებებს და დაკვეთებს ასრულებს საქართველოს პროკურატურა, ამიტომ ეჭვიც არ გვეპარება, რომ ეს პროკურატურა იგივე თამაშს თამაშობს, რასაც აქამდე აკეთებდა“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






