ომბუდსმენის შეფასებით, გიორგი მარგველაშვილს შეეძლო დეკანოზის შეწყალების გადაწყვეტილება კომისიის გვერდის ავლითაც მიეღო.
ლომჯარია იხსენებს, რომ კომისიაში გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით სრული კონსენსუსი ვერ შედგა.
„მე მაშინ მის შეწყალებას დავუჭირე მხარი, თუმცა რა იქნება მომავალში, ეს ახალი პრეზიდენტის პრეროგატივაა. ერთადერთი, რაც მე შემიძლია, ვთქვა, არის ის, რომ მე მივიღე გადაწყვეტილება იმის გამო, რომ ამ საქმის გარშემო არსებობს მთელი რიგი კითხვები და ამაზე სახალხო დამცველი თავის დასკვნაშიც წერდა. რადგან ვფიქრობთ, რომ საგამოძიებო მოქმედებები ხარვეზიანი იყო და საპროცესი ქმედებებთან დაკავშირებით პრობლემებს ვხედავდით, ვფიქრობდი, რომ ეს იქნებოდა სწორი გადაწყვეტილება. არ შემიძლია, ვისაუბრო სხვისი სახელით, ერთადერთი შემიძლია, ვთქვა, რომ თავად პრეზიდენტს შეეძლო, დამოუკიდებლად მიეღო გადაწყვეტილება კომისიის გადაწყვეტილების გვერდის ავლით, თუმცა როგორც ჩემთვის არის ცნობილი, პრეზიდენტი შეწყალების კომისიის გადაწყვეტილებას დაეყრდნო, რომელმაც კონსენსუსს ვერ მიაღწია”,- განაცხადა ნონო ლომჯარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






