“ფულის გათეთრების საქმეს კატეგორიულად უარვყოფთ, მზად ვართ ეროვნულ ბანკთან დიალოგისთვის“ - მამუკა ხაზარაძის საგანგებო განცხადება
პოლიტიკა - 18:21, 18 Feb, 2019     1065

„თიბისი ბანკის“ საქმე - მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

მამუკა ხაზარაძემ პრესკონფერენციის ფარგლებში განაცხადა, რომ ბანკი მზად არის მიუხედავად არსებული ვითარებისა ეროვნულ ბანკთან ერთად იმუშაოს იმ გზების მოძებვნაზე რომელიც აღნიშნული სიტუაციიდან გამოსვლის გზა იქნება:

„ვართ ძლიერი ფინანსური ინსტიტუტი, ერთიანი გუნდი, მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ პატივს ვცემთ სახელმწიფო ინსტიტუტებს და კანონს, ჩვენს ღირებულებებს წარნმაოდგენს გამჭვირვალობა, პატიოსნება და კანონმორჩილება, თიბისი ბანკმა გაასაჩივრა 11 წლის წინაანდელ საქმეზე გამოტანილი რეგულატორის ყველა გადაწყვეტიელბა, მიუხედავად ამისა, ჩვენ მზად ვართ დიალოგის რეჟიმში განვაგრძოთ მუშაობა ეროვნულ ბანკთან ერთად, რათა ვიპოვოთ გზები აღნიშნული სიტუაციიდან გამოსასვლელად“, - განაცხადა ხაზარაძემ.

რაც შეეხება გმოძიებას და ფულის გათეთრების ქეისს, ხაზარაძის განცხადებით, აღნიშნულს კატეგორიულად უარყოფენ:

„კატეგორიულად უარვყოფთ ასეთი ფაქტის არსებობას, ჩვენს მიერ გადაცემულია ყველა საჭირო დოკუმენტი, რაც ცხადყოფს ასეთი დანაშაულის არარსებობსას“ - დასძინა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, დასკვნა იმის შესახებ რომ 11 წლის წინანდელ საკითხს, რომელსაც ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ედავებიან, ფულის გათეთრებასთან არავითარი კავშრი არ აქვს, ადასტურებს საერთაშრისო გავლენიანი იურიდიული კომპანია:

„უკვე ამ ფაქტის გარშემო ყველა მასალა გადაგზავნილია ჩვენს პარტნიორებთან, მზად არის საერთაშორისო იურიდიული ფირმის დასკვნა, რომელიც საკითხთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ამ საქმეს ფულის გათეთრებასთან კავშირი არ აქვს, მზად ვართ ინფორმაცია ამის შესახებ გავუზიაროთ ყველა დაინტერესებულ მხარეს

ასევე მზად ვართ, რომ საზოაგდოების ინტერესებიდან გამოდმინარე არჩეულ იქნეს იურიდიული კომპანიები, NGO-ები, საბჭოს წარმომადგენლები, რომლებსაც ჩვენ გადავცემთ ნებისმიერ ინფორმაციას, იმ საკითხებზე რაზედაც თქვენც შეგაწუხეთ და ჩვენც შეგვაწუხეთ“, - განაცხადა ხაზარაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42