საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით ორგანიზაციის მალხაზ ლომსაძეა, აღმასრულებელი დირექტორი კი ნუნუ შალამბერიძე, გამგეობის წევრია გელა ხარჭამაძეც
ორგანიზაციის შექმნის შესახებ რამდენიმე დღის წინ თავად დეპუტატმა ემზარ კვიციანმა ისაუბრა:
„ემიგრანტები ჩარიცხავენ ფულს და დაიწყება დახმარება ახალი ოჯახების გასაძლიერებლად. აი, ხო არიან შეყვარებულები, რომლებიც ვერ ბედავენ ოჯახის შექმნას, იმიტომ, რომ არ აქვთ საშუალება. იქნებიან აგენტები, რომლებიც რომ ივლიან, გაიგებენ, სად არიან ასეთი, აღრიცხვაზე აიყვანენ და იქნება დახმარება მაგათი. მოგვმართავენ, რომ "დაქორწინებას ვაპირებთ, გთხოვთ დახმარებას" და დახმარება წავა მაგათზე, დახმარება წავა მაგათზე პირველადი, მერე ყველა ბავშვზე... აუცილებლად ეს იქნება გაპიარებული, აუცილებლად ამის შესახებ ეცოდინება ყველას საქართველოში, რომ ეს იქნება დახმარება ქართველებისთვის. ჩვენ ქართველები ვზრუნავთ ქართველებისთვის.“- განაცხადა კვიციანმა.
მასალის გამოყენების პირობები






