„თიბისი ბანკის“ საქმეზე საუბრისას საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი მამუკა ხაზარაძეს მისი განცხადებების განმარტებას სთხოვს და მოუწოდებს დაასახელოს ის ადამიანები, რომლებიც ქვეყანაში პროგრესს ხელს უშლიან:
„ვფიქრობ, ეს საკითხი პოლიტიზირებულია. ჩვენს ქვეყანაში მანკიერი ტრადიცია დამკვიდრდა, თუ რაიმეს სამართლებრივი შეფასება ეძლევა, ავტომატურად პოლიტიკურ პროცესებში გადადის. ჩემთვის ეს პროცესი უცნაურია მარტივი მიზეზის გამო – ამ საკითხის დაკავშირება ხდება „თიბისი ბანკთან“ და ანაკლიის პორტთან.
საზოგადოებას შევახსენებ, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა და მესაკუთრის განსაზღვრა ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოხდა. ასევე ბანკებმა, მათ შორის „თიბისი ბანკმა“ და „საქართველოს ბანკმა“ ყველაზე დიდი მოგებები ჩვენი ხელისუფლების პირობებში ნახეს. შესაბამისად, აქ რაიმე წნეხსა ან ზეწოლაზე საუბარი უბრალოდ გამორიცხულია ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენი ხელისუფლების პერიოდში ბიზნესი თავისუფალია და ბანკები არნახულ მოგებაზე გავიდნენ.
ასევე ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოხდა ისეთი უზარმაზარი კაპიტალის გადაცემა მამუკა ხაზარაძისთვის, როგორიც არის ანაკლიის პორტი. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ ეს საკითხები აბსოლუტურად პოლიტიკურ კონტექსტშია მოხვედრილი და დანარჩენი დასკვნების გაკეთება საზოგადოებისთვის მიმინდია“, – განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






