„თიბისი ბანკის“ ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას ოპოზიციის წარმოამდგენლები ხაზს ბიძინა ივანიშვილის კვალს უსვამენ. პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, მიმდინარე მოვლენები არის ბიძინა ივანიშვილის გადამწყვეტი შეტევა ბისნესზე და კონკრეტულად, „თიბისი ბანკზე“:
„ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო ბიზნესის გაკონტროლება. სწორედ ამ მიზნით შექმნა მან თავისი ორგანიზაცია, რომელსაც „2030“ ერქვა. შემოიკრიბა მან ახალგაზრდა ბოლშევიკები, გამოზარდა წიწილებივით და მერე მიმოფანტა სახელმწიფო უწყებებში და მათი მეშვეობით დაიწყო საკუთარი ინტერესების განხორციელება და ამავე დროს, იქ შემოიკრიბა ბიზნესმენები და დაადებინა ერთგულების ფიცი. ნელ-ნელა, ეტაპობრივად, ფაქტობრივად, მთელი ბიზნესი დაიპყრო. ხაზარაძე იყო ბოლო ინსტანცია, რომლის გაკონტროლების შემთხვევაში, ფაქტობრივად, დამყარდებოდა მისი დიქტატურა, როგორც საფინანსო სფეროზე, ასევე პოლიტიკურ ნაწილში. ბიძინა ივანიშვილს, დაახლოებით, მილიონ აქციაზე მეტი აქვს "თიბისი ბანკში" და ეს არის ერთ-ერთი ფორმა ზონდირების და იქ ყოფნის, რომელიც შეიძლება ხვალ გაიზარდოს და მილიონის ნაცვლად 10 მიოლიონი გახდეს, მას ამის რესურსი აქვს ყოველთვის საკმარისი,“ - განაცხადა გოცირიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






