"იყოს აზერბაიჯანი და ცოტა გაზი მივიღოთ რუსეთიდანაც... გაზპრომს არ აქვს არანაირი დიდი ინტერესი ამაში "- ეკონომიკის მინისტრი
პოლიტიკა - 14:46, 18 Feb, 2019     1504
ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას თქმით, ქვეყანაში გაზთან დაკავშირებით ვითარება მონოპოლიური არ უნდა იყოს და გაზი მხოლოდ აზერბაიჯანის გავლით არ უნდა შემოდიოდეს. მინისტრის თქმით, რუსეთიდან მეტი გაზის მიღება ქვეყანაში კონკურენციას შექმნის და გაზის ფასებს დაწევს:


"ჩვენ ვახორციელებთ ტრანზიტს გაზის სომხეთში საქართველოს ტერიტორიის გავლით.

პირველი, რასაც ჩვენ ვიღებთ ამის ხარჯზე, არის ის, რომ ჩვენ რუსეთი, გაზპრომი გვიხდის ფულს კონკრეტულად ამ ტრანზიტისთვის. რისი გაუმჯობესებაც გინდა, ის არის, რომ მეტი გადასახადი მივიღოთ ამ ტრანზიტში.

მეორე პირობა, ჩვენ ვიცით, რომ გაზის ის მოცულობები, რაც გადის მილში, მათ ნაწილს ვიყენებთ, იმიტომ რომ ჩვენ გაზი შემოგვაქვს აზერბაიჯანიდან და მეორე გზა, რომ გაზი შემოვიდეს, არის რუსეთი. ამიტომ, თუ რამე პრობლემებია აზერბაიჯანიდან გაზის შემოტანაზე, ჩვენ ყოველთვის ვიყენებდით რუსეთის გაზს.

ჩვენ ენერგოუსაფრთხოების და ენერგოდამოუკიდებლობის ფარგლებში, ზოგჯერ ცოტა მეტი გაზი რომ მივიღოთ რუსეთიდან, შეიძლება შევქმნათ დივერსიფიკაცია საქართველოს ბაზარზე, არ იყოს მონოპოლური მდგომარეობა და ერთადერთი მომწოდებელი აზერბაიჯანი, არამედ იყოს აზერბაიჯანი და ცოტა გაზი მივიღოთ რუსეთიდანაც. ამისგან ჩვენი მოსახლეობა და ჩვენი კომპანიები, ბიზნესი მიიღებენ ძალიან დიდ სარგებელს, იმიტომ რომ გაჩნდება მინიმალური კონკურენცია და რა თქმა უნდა, ეს იმოქმედებს ფასებზე", - თქვა გიორგი ქობულიამ იმედი LIVE-ის ეთერში.

ქობულიას განცხადებით, გაზპრომისთვის საქართველო კომერციულად მომგებიანი არ არის და გაზპრომი საქართველოს უფრო ჭირდება, ვიდრე გაზპრომს საქართველო

"ამიტომ გაზპრომს არ აქვს არანაირი დიდი ინტერესი ამაში... მე დიდ რისკებს ვერ ვხედავ იმაში, რომ ჩვენ რაღაც განსაზღვრული რაოდენობა შემოვიტანოთ იმიტომ, რომ ეს უნდა მოხდეს ენერგოუსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის ფარგლებში", — განმარტა ქობულიამ.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა გაზპრომთან კონტრაქტის გაუმჯობესებაზე მუშაობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42