„თიბისი ბანკის“ ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. ლექვინაძე ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მზაობას გამოთქვამს.
ბიზნესომბუდსმენის განცხადებით, „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით მიმდინარე მოვლენები ჩვეულებრივი პროცესია.
„ჩვენ ნებისმიერ დროს მზად ვართ შესახვედრად. უნდა დაველოდოთ საბოლოო გადაწყვეტილებას. ნებისმიერ პოლიტიკურ შეფასებას ვემიჯნები. ბანკში მიმდინარე მივლენებს ვუყურებ როგორც ჩვეულებრივ პროცესს, პოლიტიკური სპეკულაცია დაუშვებელია, რაც უფრო ნაკლები ინტერპრეტაცია იქნება, მით უფრო კარგია ბანკისთვის,“ - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ხელმოწერის უფლების შეჩერება და სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევა გასულ კვირას მოითხოვა.
მასალის გამოყენების პირობები






