საპარლამენტო უმრავლესობა კი ჯერ იმის დადგენას გეგმავს, არის თუ არა ე.წ ამბოხებული დეპუტატების მიერ მომზადებული კანონპროექტი კონსტიტუციური.
მოსამართლეთა უვადო დანიშვნის პროცესს ეწინააღმდეგება ოპოზიციაც. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, რომან გოცირიძის თქმით, აუცილებელია რომ ამ პროცესთან დაკაშირებით მორატორიუმი გამოცხადდეს:
„მთავარი არის მორატორიუმის გამოცხადება მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნაზე. უკვე იმდენად გათავხედნენ, რომ 8 მოსამართლე წინა კვირას დანიშნეს, მიუხედავად საზოგადოებრივი აზრისა და იმ დრამატული ვითარებისა, რაც პარლამენტსა და უმრავლესობაში ხდება. ვუჭერთ მხარს ქალბატონი ეკა ბესელიასა და სხვა დეპუტატების წინადადებას,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.
„ევროპული საქართველოს“ წევრის ოთო კახიძის თქმით, პარლამენტისთვის მოსამართლეთა კანდიდატების წარდგენის უფლება კლანს არ უნდა ჰქონდეს.
„ჩვენი პაკეტი ეხება რამდენიმე საკითხს, ჩინჩალაძის კლანს ჩამოერთვას ექსკლუზიური უფლება, პარლამენტისთვის კანდიდატების წარდგენის. ამის უფლება მიენიჭოს იუსტიციის საბჭოს რიგით წევრს. იურდიულ კომიტეტთან რომ სამუშაო ჯგუფი შეიქმნება ამ ჯგუფში სავალდებულო წესით იყოს ჩასმული არასამთვრობო სექტორი, სახალხო დამცველისა და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






