„ერთ მხარეს პოლიტიკოსი დავითის ციხეში გამოკეტვა და მეორე მხარეს მოსამართლე დავითის ცხოვრების მოწყობა.... ასეთი მოსამართლეების კრებსითი გვარი ,, მურუსიძეა" - ზურაბ მელიქიშვილი
პოლიტიკა - 19:39, 17 Feb, 2019     797
მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა, რომელმაც დავით კირკიტაძე პატიმრობაში დატოვა, განაჩენის გამოტანის შემდეგ, იმავე დღეს გამოიხსნა უძრავი ქონება, რომელიც მანამდე იპოთეკით ჰქონდა დატვირთული. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მოსამართლეები პოლიტიკოსების დაპატიმრების სანაცვლოდ, კორუფციულ გარიგებებს აწარმოებენ. „ასეთი მოსამართლეების კრებსითი გვარი ,, მურუსიძეა" - წერს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ მელიქიშვილი ფეისბუქის გვერდზე.

„ძილისწინ აუცილებლად წასაკითხი!!!

მინისტრმა გახარიამ პარლამენტში თავი მოიწონა და განაცხადა- დავით კირკიტაძე ჩავაგდეო!

დათოს დაჭერაზე მთელი პასუხისმგებლობა რომ მასზეა ეს ყველამ ვიცით, მაგრამ ერთია დაიჭირო, ჩააგდო და მეორეა შეძლო და დატოვო დილეგში.... აქ უკვე სხვა გმირებიც ჩნდებიან ავანსცენაზე.... პროკურორები ( ვისთვისაც სასამართლო პროცესი შესვენებაზე სადილად გასვლა უფროა) და მოსამართლე!

პროკურორებზე ახალს ვერაფერს დავწერ, ისედაც იცით, მაგრამ აი გურჯაანის მოსამართლე დავითი...... საერთოდ შედევრია..

-,, დავით კირკიტაძე უნდა დარჩეს პატიმრობაში იმიტომ, რომ შეიძლება ქვეყანა დატოვოს და აღარ ჩამოვიდეს!"

და ამას ამბობს მოსამართლე რომელსაც შეუძლია პასპორტიც, პირადობაც ჩამოართვას , მაგრამ არა მან ესე გადაწყვიტა ....

მემგონი ამ მოსამართლეს ,,შინაგანი მრწამსი" გონია იმ მომენტში თავისი ცხოვრების მოწყობის მოტივაცია!

სხვა რა შეიძლება ეწოდოს მის მოქმედებას?

ზეწოლა პროკურატურის მხრიდან პირობითიც შეიძლება ყოფილიყო, რადგან აქ სასწორზე იდო ორი რამ

-ერთ მხარეს პოლიტიკოსი დავითის ციხეში გამოკეტვა და მეორე მხარეს მოსამართლე დავითის ცხოვრების მოწყობა.... და გადაწყვეტილებაც შესაბამისი მიიღო მოსამართლე დავითმა!

მითუმეტეს თემიდას თვალები ახვეული აქვს და საქართველოში მარტო სასწორი აქვს დატოვებული უკვე კაიხანია... და ეს იცის მოსამართლე დავითმა.გადაწყვეტილებაც შესაბამისი მიიღო, აბა ცხოვრებას დალაგება ხომ უნდა?( იპოთეკა, იპოთეკა, იპოთეკა)

მოსამართლე დავითისთვის ცხოვრება ჭიდაობაა, თუ ერევი უნდა მოერიო! იგი დაარწმუნეს , რომ სულ ასე იქნება....

მაგრამ, მინდა ორი შეგონება მივაწოდო:

1. მუდმივი არაფერია.

2. ცხოვრება ჭადრაკია, თავისი მრავალსვლიანი გათვლებით, სადაც ზოგჯერ ვერც ხვდები, რომ ხილული ,,მცირე წარმატება " შეიძლება მხოლოდ ერთი სვლაა და მეტი არაფერი!

პოლიტპატიმარი დავით კირკიტაძე აუცილებლად იქნება თავისუფალი!!!

რაც შეეხება მოსამართლე დავითს, მისი დაბადების გვარიც კი არ მიხსენებია, რამეთუ ასეთი მოსამართლეების კრებსითი გვარი ,, მურუსიძეა"” - წერს ზურაბ მელიქიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42