სასამართლოში ჩვენების შეცვლისთვის შსს-მ ერთი პირი დააკავა
კრიმინალი - 16:52, 17 Feb, 2019     1669
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით, თბილისში, 1998 წელს დაბადებული ა.ს. დააკავეს.

დანაშაული 3-იდან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებით დადგინდა, რომ ბრალდებული, გასული წლის ოქტომბერში, ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხა და გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება 2019 წლის 8 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკითხვისას შეცვალა.

ა.ს. მოწმის სახით 2018 წლის ოქტომბერში ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით გამოიკითხა. გამოკითხვისას მან აღნიშნა, რომ მძიმე დანაშაულში ბრალდებული პირები არიან კრიმინალური ავტორიტეტები. ჩვენებაში ასევე დააფიქსირა, რომ ბრალდებულთაგან ერთ-ერთი პირი წალკის მუნიციპალიტეტის ე.წ. "მაყურებლად" დაინიშნა და მან კრიმინალური დაჯგუფების დახმარების მიზნით, ფულადი თანხაც გაიღო. მოწმის მიერ აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები დადასტურდა სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებათა ერთობლიობით.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე თვეში დაწყებულ არსებით განხილვაზე, ა.ს.-მ სასამართლოს განუცხადა, რომ ბრალდებული პირები არ არიან კრიმინალური ავტორიტეტები და ე.წ. ქურდულ სამყაროსთან მათ კავშირზე ინფორმაციას არ ფლობდა. მან, ასევე, უარყო ფინანსური დახმარების ფაქტიც.

მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის ბრალდებით, ა.ს. სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინებით დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემას სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს ბრალად მძიმე დანაშაულის ჩადენა ედება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42