"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ "შაბათის კურიერში" გასული რეპორტაჟი, ოპოზიცია სასამართლო სისტემაში არსებული კორუფციიის კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტია. მისი აზრით, საგანგაშოა ის ფაქტიც, რომ ამ მოსამართლეებს თავად სახელმწიფო მფარველობს.
„სასამართლო სისტემა, მართლმსაჯულება ჩაფლულია მთლიანად კორუფციაში და ეს მოსამართლეები, რომელთა ფეშენებელური სახლები ჩვენ ვიხილეთ გუშინ, სასამართლო სისტემას და ხელისუფლებასთან გარიგებას იყენებენ საკუთარი კეთილდღეობისთვის. ასევე უნდა ვთქვათ, რომ ამ მოსამართლეებს და ამ უსინდისო კორუმპირებულ ადამიანებს ამ ყველაფერში ხელს უწყობს არანაკლებ კორუმპირებული ხელისუფლება, უმრავლესობის წარმომადგენლები, რომლებიც ამბობენ, რომ არაფერი ახლა განსაკუთრებული არ მოხდა. განსაკუთრებული კი არა, ეს არის საგანგაშო ვითარება,“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






