საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში გერმანიის ბუნდესტაგის საგარო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესნორბერტ როიტგენს შეხვდა.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა გერმანელ დეპუტატს საქართველოს მხარდაჭერისთვის. ხაზი გაესვა გერმანიის ბუნდესტაგის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა დატერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური კურსის მხარდაჭერას. ამ მხრივ უაღრესად დადებითად შეფასდა საქართველოს მიღწევები დაკონკრეტული ხელშესახები შედეგები, რაც როგორც ევროკავშირში, ასევე ნატოში ინტეგრაციის პროცესმა მოიტანა საქართველოსთვის და კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ამ პროცესშიგერმანიის მხარდაჭერის მნიშვნელობას.
მინისტრმა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმეჰუმანიტარული და უსაფრთხოების გარემოს შესახებ და აღნიშნა რუსეთის აგრესიის და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის კონკრეტულ შემთხვევბზე საერთაშორისოთანამეგიბრობის, მათ შორის გერმანიის პოლიტიკური წრეების სათანადო რეგირების მნიშვნელობა.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს გერმანიისა და საქართველოს საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის შემდგომი განვითარების მნიშვნელობას. დადებითად შეფასდა ორქვეყანას შორის არსებული ინტენსიური მაღალი დონის კონტაქტები, აღინიშნა რომ ფედერალური კანცლერის განხორციელებული ვიზიტი საქართველოში და საქართველოსპრეზიდენტის დაგეგმილი ვიზიტი ბერლინში კიდევ უფრო გაამყარებს ორი ვქეყბის პარტნიორობას.
მასალის გამოყენების პირობები






