ლევან იზორიამ მიუნხენში ორმხრივი შეხვედრები გამართა
პოლიტიკა - 12:21, 17 Feb, 2019     722

თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების გზები და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით განხორციელებული რეფორმები - საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ეს მნიშვნელოვანი საკითხები მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ ორმხრივ შეხვედრებზე განიხილა.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანთან გევინ უილიამსონ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება კიბერუსაფრთხოების გაძლიერების საკითხზე გაამახვილა. ლევან იზორიას განცხადებით, თავდაცვის უწყებამ 2019 წელი კიბერუსაფრთხოების წლად გამოაცხადა და ბრიტანელი ექსპერტების დახმარებითა და სხვადასხვა უწყებების ჩართულობით წელს ახალი სტრატეგიის შემუშავება იგეგმება. ლატვიის თავდაცვის მინისტრთან არტის პაბრიკსთან შეხვედრაზე საქართველოს მიერ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს. განსაკუთრებით აღინიშნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთი ძირითადი - შესყიდვების ინიციატივის განხორციელების წარმატებული დინამიკა და ლატვიის მხარის აქტიური მხარდაჭერა.

საბრძოლო მომზადების ცენტრის შემდგომი განვითარება და როტაციული პრინციპის საფუძველზე საქართველოს ინფრასტრუქტურის გამოყენებით მეტი სწავლებების ჩატარება იყო ევროპაში აშშ-ის არმიის მეთაურთან, გენერალ კრისტოფერ კავოლისთან შეხვედრის მთავარი თემები.

დღესვე, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მონაწილეობა მიიღო საქართველოსა და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ერთობლივ ღონისძიებაში ნატო-ს გაფართოების თემატიკაზე და გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ურსულა ფონ დერ ლაიენის სახელით თავდაცვის მინისტრებისთვის გამართულ ლანჩს დაესწრო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42