საქართველოს და უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულმა აგრესიამ სრულიად გამოუთხარა ძირი უსაფრთხოებას და მშვიდობას- მამუკა ბახტაძე
პოლიტიკა - 12:08, 17 Feb, 2019     725

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ თემატურ დისკუსიაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ შავი ზღვის რეგიონი ევროპისა და ნატოსთვის სულ უფრო პრიორიტეტული ხდება, რაც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.

“2008 წელს საქართველოს და შემდეგ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულმა აგრესიამ სრულიად გამოუთხარა ძირი უსაფრთხოებას და მშვიდობას. დღეს ზოგიერთი ექსპერტი აცხადებდა, რომ ეს არის აღმოსავლეთ ევროპისკენ მიმართული საფრთხე. ნება მომეცით, არ დავეთანხმო ამ მოსაზრებას. ეს საფრთხე ემუქრება მთელს ევროატლანტიკურ სამყაროს. ეს დიდი საშიშროებაა. ჩემი პოზიცია ასეთია - ვიდრე არ გვექნება ხელშესახები და ძლიერი უსაფრთხოება შავი ზღვის რეგიონში, ის მდგრადი ვერც ევროპაში იქნება. ჩვენი ძალისხმევა უნდა გავაერთიანოთ. უნდა მოვახდინოთ კონსოლიდაცია იმ ერების ინიციატივებისა, რომლებსაც თავისუფლების და დემოკრატიის სწამთ,” - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ქვეყნის წინაშე მდგარ მტკივნეულ გამოწვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამის მიუხედავად საქართველოს აქვს დიდი წარმატების ისტორია.

“რუსეთი აგრძელებს ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციას, მაგრამ გამძლე ერი ვართ. ყოველთვის ვცდილობ, ხაზი გავუსვა, რომ ევროკავშირსა და ნატოში ჩვენი გაწევრიანება არ არის მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი. ეს ცივილიზაციური, ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანია. ბოლოდროინდელი სოციალური აზრის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 80% მხარს უჭერს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების იდეას. ჩვენ ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს ჩვენი მოსახლეობის მხრიდან. რატომ? იმიტომ, რომ ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი. ეს ერის ცივილიზაციური არჩევანია და ამ გზავნილის მიტანას ვცდილობთ ჩვენს კარგ მეგობრებთან დასავლეთში,” - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

თემატურ დისკუსიაში, რომელსაც ევრაზიის ჯგუფის პრეზიდენტი იან ბრემერი მოდერატორობდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო, ხორვატიის პრემიერ-მინისტრი, ანდრეი პლენკოვიჩი და ეუთოს გენერალური მდივანი, ტომას გრემინგერი მონაწილეობდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42