საქართველოს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სამი სამუშაო სესია მიეძღვნა - საგარეო საქმეთა სამინისტრო
პოლიტიკა - 11:59, 17 Feb, 2019     647

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეფასებით, საქართველოს პემიერ-მინისტრმა მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ სესიაზე მრავალმხრივ წარმოადგინა საქართველო და მონაწილეებს მიაწოდა სრული სურათი, როგორც ქვეყნის მიღწევების, ისე საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ.

მისი განცხადებით, პრემიერ-მინისტრი შეეხო ყველა ძირითად საკითხს, აქცენტები გააკეთა როგორც ქვეყნის უსაფრთხოებაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობასა და რუსეთის აგრესიაზე, ისე საქართველოს სამშვიდობო ინიციატივაზე და საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციის აუცილებლობაზე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების კუთხით.

„პრემიერმა ყურადღება გაამახვილა იმ პროგრესზე და ხელშესახებ შედეგებზე, რაც საქართველოს გააჩნია ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ისაუბრა ასევე ეკონომიკურ განზომილებაზე, მათ შორის საქართველოს როლზე არსებულ გეოპოლიტიკურ გარემოში და იმ მნიშვნელოვან ეკონომკიურ პოტენციალზე, რომელიც ქვეყნას აძლევს საშუალებას, მიუხედავად რთული გარემოსი, დააფიქსიროს ეკონომიკური ზრდა. აქცენტი ასევე გაკეთდა ნატო-ში ინტეგრაციის პროგრესზე, იმაზე, რომ საქართველო არის წინ წასული ინტეგრაციული ნაბიჯებით ყველა სხვა ასპირანტ ქვეყანასთან შედარებით და ამას სჭირდება ადეკვატური ნაბიჯები ნატო-ს მხრიდან"- განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ფართოდ იყო წარმოდგენილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის, ყველა ძირითად პანელზე და მნიშვნელოვანია, რომ საქართველო მოხსენიებულია, არა მხოლოდ მისდამი მიძღვნილ დისკუსიებზე, არამედ ბევრი ლიდერის და ექსპერტის მხრიდან კონფერენციის ფარგლებში.

„მიუხედავად უმწვავესი გეოპოლიტიკური გამოწვევებისა საქართველო მუდმივად დგას დღის წესრიგში. მიუნხენის კონფერენციაზე საქართველოს დაეთმო სამი დამოუკიდებელი ღონისძიება, მათ შორის ორი პარალელური სესია, რომლიდანაც ერთი საქართველოს მიერ იყო ორგანიზებული. ხოლო მეორეზე, რომელიც თავად კონფერენციის და გერმანიის ატლანტიკური საბჭოს მიერ გაკეთდა, საქართველო მიწვეული იყო მთავარ მომხსენებლად. საქართველოს ასევე დაეთმო ერთ-ერთი მთავარი სესია, რომელიც მიეძღვნა აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოებას, ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ მთლიანობაში საქართველოს მონაწილეობა მიუნხენის კონფერეციაში იყო წარმატებული"- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42