დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე, 17 თებერვალს საპატრიარქოსთან აქციას გამართავს.
მისი განცხადებით, საპატრიარქოსთან დაწყებული აქციების პირველივე დღეებში იგი აცხადებდა, რომ მისი პატიმარი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, თუმცა ამას რეაგირება არ მოჰყოლია.
„მინდა, მივმართო საქართველოს მოსახლეობას, ვისაც გულთან ახლოს მიაქვს და მიაჩნია, რომ ჩემი ძმა უდანაშაულოა, უსამართლოდ ცოცხალი ადამიანი იღუპება, ვთხოვ, საპატრიარქოსთან მოვიდეს და უდანაშაულო პატიმარს მხარი დაუჭიროს," - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.
შეგახსენებთ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში 15 თებერვალს, 21:35 საათზე, გადაიყვანეს. გუშინ, გვიან საღამოს კი ის ბათუმის მღვდელმსახურმა ნიკოლოზმა საავადმყოფოში აზიარა.
მისი თქმით, ინსულტის გამო, მამა გიორგი მამალაძეს ლაპარაკი არ შეუძლია.
მასალის გამოყენების პირობები






