„უნდა დავაჩქაროთ ნატო-ში ჩვენი ინტეგრაციის პოლიტიკური ნაწილი“ - მამუკა ბახტაძე
პოლიტიკა - 19:06, 16 Feb, 2019     923

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიუნხენში ნატო-ს გაფართოების საკითხებზე გამართულ პარალელურ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ნატო-ში გაწევრიანება საქართველოს საგარეო პოლიტიკის უპირველეს პრიორიტეტად რჩება:

„ეს არის ჩვენი არჩევანი და ის ზიარ ფასეულობებს ეფუძნება, ისევე როგორც საზოგადოების ძალიან მაღალ და თანმიმდევრულ მხარდაჭერას საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

საკუთარ მომავალს ევროპისა და ნატო-ს ფარგლებში ვხედავთ და ჩემი მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ ამ პროცესში კიდევ უფრო დავწინაურდეთ. ბუქარესტის სამიტზე 2008 წელს მიღებული ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ დიდი გზა გავიარეთ.

დღეს საქართველო სტაბილური დემოკრატიაა ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტებით, აქტიური სამოქალაქო საზოგადოებითა და თავისუფალი მედიით. ჩვენი რეფორმები ფართოდ მიიჩნევა სამაგალითოდ და ჩვენი პარტნიორები მოიხსენიებენ საქართველოს, როგორც ნატო-ს ასპირანტ ქვეყნებს შორის მოწინავე პოზიციებზე მყოფ სახელმწიფოს. ჩვენი თავდაცვის ძალები ნატო-სთან თავსებადობის მაღალ ნიშნულზეა. ალიანსისა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დახმარებით ვაგრძელებთ თავდაცვისუნარიანობის შემდგომ გაძლიერებას. ნატო-ს ასპირანტი ქვეყნის და სანდო პარტნიორის რანგში, საქართველო განაგრძობს თავისი წვლილის შეტანას საერთო ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებაში.

მტკიცე იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მიღწევები გარდაიქმნება ხელშესახებ ნაბიჯებად და საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდება ნატო-ში გაწევრიანებას. მოკავშირეების თანახმად, საქართველოს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი გააჩნია საბოლოო გაწევრიანებისთვის. ყოვლისმომცველ პოლიტიკურ დიალოგს ვაწარმოებთ ნატო-სთან. წლების განმავლობაში შესანიშნავი პრაქტიკული თანამშრომლობა ჩამოგვიყალიბდა ბევრი მიმართულებით. ამავდროულად, წინ უნდა გავიხედოთ და დავაჩქაროთ ჩვენი ინტეგრაციის პოლიტიკური ნაწილი.

საქართველოს ნატო-სთან კიდევ უფრო მეტი სიახლოვე დაგვეხმარება ევრო-ატლანტიკურ სივრცეში საერთო უსაფრთხოების მნიშვნელოვან გაუმჯობესებაში, რაც თანაბრად შეეხება ნატო-ს წევრ სახელმწიფოებსა და პარტნიორ ქვეყნებს. საქართველო არის შავი ზღვისა და უფრო ფართო ევრო-ატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოების უცილობელი ელემენტი. ქვეყნის მნიშვნელობა გაიზრდება მხოლოდ რეგიონული პროექტების განხორციელების კვალობაზე, რაც ამჟამად ინიცირდება.

ნატო-ში გაწევრიანება საქართველოსთვის კრიტიკული მნიშვნელობისაა, თუმცა თავად ნატო-ს ინტერესებშია ქვეყანა მიუახლოვოს ალიანსში გაწევრიანების ეტაპს. ჩვენი მოსაზრებით, დროა ნაბიჯები გადაიდგას ამ მიმართულებით, რადგან ამის “შესაძლებლობათა ფანჯარა” ღიაა. ყოყმანი არ დაგვეხმარება გამოწვევებთან გამკლავებაში.

განვმეორდები და ვიტყვი, რომ ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების არჩევანი არ არის მხოლოდ პოლიტიკური. ეს ჩემი ერის ცივილიზაციური არჩევანია. ეს არის ღირებულებებით გაჯერებული არჩევანი. მადლობა საქართველოს ძლიერი მეგობრობისთვის“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42